სნუკერის თამაშის წესები

სნუკერის თამაში მიმდინარეობს მაგიდაზე განლაგებულ ბურთებზე კიის დარტყმებით — ორი (ან მეტი) მოთამაშის მიერ, რომლებიც რიგ-რიგობით ახორციელებენ დარტყმებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვონ თამაშის წესების ფარგლებში.

თამაში მაღალი რესტის დახმარებით (extended spider rest)
სნუკერის მაგიდა. ბურთები თავის ადგილებზეა ფრეიმის საწყის პოზიციაზე

აღჭურვილობა

რედაქტირება

თამაში მიმდინარეობს შემდეგნაირი ზომების მქონე მართხკუთა მაგიდაზე:

  • სიგრძე — 11 ფუტი და 8 დიუმი ± ½ დიუმი 3569 მმ ± 13 მმ
  • სიგანე — 5 ფუტი 10 დიუმი ± ½ დიუმი 1778 მმ ± 13 მმ
  • სიმაღლე — 2 ფუტი 9 ½ დიუმი 851—876 მმ
  • სიმაღლე სათამაშო ზედაპირიდან გვერდის ზედა მხარემდე — 39 — 40 მმ

თამაშის კომპლექტი შედგება 15 წითელი, 6 ფერადი და ერთი თეთრი ბურთისგან[1].

ბურთების „ღირებულება“:

  • წითელი — 1 ქულა;
  • ყვითელი — 2 ქულა;
  • მწვანე — 3 ქულა;
  • ყავისფერი — 4 ქულა;
  • ლურჯი — 5 ქულა;
  • ვარდისფერი — 6 ქულა;
  • შავი — 7 ქულა.

სხვა აღჭურვილობა

რედაქტირება

თამაში მიმდინარეობს ბილიარდის კიით, რომელიც არ უნდა იყოს 3 ფუტზე მოკლე (914 მმ). ასევე გამოიყენება დამაგრძელებლები და რესტები (ინგლ. rest), რომლებიც რთულად დასარტყამი პოზიციიდან თამაშის საშუალებას იძლევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. აგრეთვე არსებობს თამაშის სხვა ვარიანტები ბურთების განსხვავებული რაოდენობით