ტერი გრიფითსი (ინგლ. Terry Griffiths; დ. 16 ოქტომბერი, 1947, ლანელი, უელსი) — უელსელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი. 1979 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა 19 პროფესიონალური შეჯიბრის გამარჯვებული. ტერი სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული პირველი გამარჯვებულია კრუსიბლში.

ტერი გრიფითსი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 16 ოქტომბერი, 1947
დაბ. ადგილი: უელსის დროშა ლანელი
მოქალაქეობა: უელსის დროშა უელსი
პროფესიონალური კარიერა: 1978—1997
უმაღლესი რეიტინგი: 3
უმაღლესი ბრეიკი: 139 (Irish Masters 1988)
სენჩერის რაოდენობა: 75
გამარჯვებები ტურნირებზე
სულ გამარჯვება: 20
მსოფლიო ჩემპიონატი: 1 (1979)
სხვა ტურნირები: 19

სამოყვარულო კარიერა

რედაქტირება

ყოფილ ფოსტალიონს, ტერი გრიფითსს ძალიან გრძელი სამოყვარულო კარიერა ჰქონდა. მან მოიგო ეროვნული სამოყვარულო პირველობა 1975 წელს, შემდეგ ორჯერ (1977 და 1978 წლებში) მოიგო ინგლისის ჩემპიონატი სნუკერში მოყვარულთა შორის. 1978 წელს გრიფითსი გადავიდა პროფესიონალებში.

მწვრთნელის კარიერა

რედაქტირება

ტერი გრიფითსი დამსახურებულად ითვლება სნუკერის საუკეთესო მწვრთნელად. თავისი დამსახურებების გამო, როგორც მოთამაშის ასევე ტრენერის, 2007 წელს ტერი დააჯილდოვეს OBE-ის საპატიო სტატუსით. მისი წყალობიტ მეინ-ტირში გამოჩნდნენ ისეთი ცნობილი მოთამაშეები, როგორებიცაა მარკ უილიამსი, მარკო ფუ, მარკ ალენი, ჯო პერი და ალისტერ კარტერი. წარსულში გრიფითსი აგრეთვე ეხმარებოდა სტივენ ჰენდრისა და სტივენ მაგუაიერს. სამწვრთნელო კარიერი გარდა ის ასევე კომენტატორობდა სნუკერის მატჩებს ტელეარხ BBC-ზე.

თამაშის სტილი

რედაქტირება

გრიფითსი დასაწყისიდან კარიერის ბოლომდე ქადაგებდა ფრთხილ და ნელ სნუკერს. ის ყოველთვის სერიოზულად და საფუძვლიანად ემზადებოდა ნებისმიერი სირთულის დარტყმისთვის, რამაც, შესაძლოა, ის მიიყვანა ამგვარ მიღწევებამდე კარიერაში.

მიღწევები კარიერაში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება