კრუსიბლის თეატრი (ინგლ. Crucible Theatre) — თეატრი ქალაქ შეფილდში, ინგლისში, აიგო 1971 წელს და განლაგებულია ქალაქის ცენტრში. ეს თეატრი გამოიყენება როგორც თეატრალური სპექტაკლებისთვის, ასევე სნუკერის მთავარი ტურნირის — მსოფლიო ჩემპიონატის გასამართადაც.

შენობის მთავარი ფასადი

კრუსიბლში უმეტესწილად იდგმება ახალი სცენები ან პიესები, ასევე იმართება უკვე ცნობილი დადგმების რეპეტიციები. ახალი დადგმები ფასდება შეფილდის თეატრების წარმომადგენლების ჯგუფით.

სპორტული ღონისძიებები

რედაქტირება

ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი კრუსიბლში — სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი. ის ტარდება ყოველწლიურად 30-ზე მეტი წლის განმავლობაში (1977 წლიდან). 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის კონტრაქტი გახანგრძლივდა ხუთი წლით[1]. შენობაში ასევე იმართება მაგიდის ჩოგბურთისა და სქუოშის პროფესიონალური ტურნირების მატჩები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მსოფლიო ჩემპიონატი შეფილდში დარჩება. Eurosport.ru (19 ოქტომბერი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-27.