კლასიკისნუკერის პროფესიონალური ტურნირი.

შეიქმნა სახელწოდებით „Wilsons Classic“ 1980 წელს. სპონსორის ცვლილების გამო 1982 წელს სახელწოდება შეეცვალა „Lada Classic-ზე“. ორი წლის შემდეგ შევიდა რეიტინგული ტურნირების სიაში. 1984/85 წლების სეზონზე ტურნირის სპონსორი გახდა „Mercantile Credit“. ტურნირი იმართებოდა 1992 წლამდე.

ტურნირში ექვსჯერ გაიმარჯვა სტივ დევისმა, ორჯერ — ჯიმი უაიტმა.

მნიშვნელოვანი მოვლენები ტურნირზე

რედაქტირება
  • 1982 წელს სტივ დევისმა ჯონ სპენსერთან მატჩში გააკეთა პირველი სატელევიზიო მაქსიმალური ბრეიკი. მისგან იწყება ყველა ოფიციალური მაქსიმალური ბრეიკის ათვლა.
  • 1983 წელს ბილ ვერბენიუკი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რეიტინგული ტურნირის თავის ერთადერთ ფინალში გავიდა.
  • 1984 წელს ფინალშჲ — სტივ დეივისი ტონი მეოს წინააღმდეგ — საქმე მივიდა გადამწყვეტ ფრეიმამდე, როცა ანგარიში იყო 8:8. ტონის გამარჯვებისთვის მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელი ფერადი ბურთულის ჩაგდება სჭირდებოდა, მაგრამ მისი დარტყმის მომენტში ვიღაცამ დაიყვირა: „წინ, ტონი!“. მან ააცილა. სტივმა აიღო ფრეიმი და მატჩი, მატჩისშემდგომი ინტერვიუს დროს მან მოითხოვა, გულშემატკივართათვის ალკოჰოლის მიღება აეკრძალათ.
  • 1985 წელს უილი თორნმა დაამარცხა კლიფ თორბერნი და მოიგო პირველი რეიტინგული ტურნირი.
  • 1986 წელს თავისი პირველი რეიტინგული გამარჯვება აღნიშნა ჯიმი უაიტმა.
  • 1989 წელს 47 წლის ასაკში დუგ მაუნტჯოიმ მოიპოვა თავისი მეორე რეიტინგული ტიტული.

გამარჯვებულები

რედაქტირება
წელი ჩემპიონი ფინალისტი ანგარიში სეზონი
„Wilsons Classic“ (არარეიტინგული)
1980   ჯონ სპენსერი   ალექს ჰიგინსი 4:3 1979/80
1981   სტივ დეივისი   დენის ტეილორი 4:1 1980/81
„Lada Classic“ (არარეიტინგული)
1982   ტერი გრიფითსი   სტივ დეივისი 9:8 1981/82
1983   სტივ დეივისი   ბილ ვერბენიუკი 9:5 1982/83
„Lada Classic“ (რეიტინგული)
1984   სტივ დეივისი   ტონი მეო 9:8 1983/84
„Mercantile Credit Classic“ (რეიტინგული)
1985   უილი თორნი   კლიფ თორბერნი 13:8 1984/85
1986   ჯიმი უაიტი   კლიფ თორბერნი 13:12 1985/86
1987   სტივ დეივისი   ჯიმი უაიტი 13:12 1986/87
1988   სტივ დეივისი   ჯონ პეროტი 13:11 1987/88
1989   დუგ მაუნტჯოი   უეინ ჯონსი 13:11 1988/89
1990   სტივ ჯეიმსი   უორენ კინგი 10:6 1989/90
1991   ჯიმი უაიტი   სტივენ ჰენდრი 10:4 1990/91
1992   სტივ დეივისი   სტივენ ჰენდრი 9:8 1991/92

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება