ბრეიკი (სნუკერი)

(გადამისამართდა გვერდიდან სენჩერი-ბრეიკი)

ბრეიკი (ინგლ. snooker break), ან „სერია“ — ქულების საერთო რაოდენობა, რომელიც სნუკერის მოთამაშემ დააგროვა ზედიზედ, წესების დარღვევის გარეშე, მაგიდასთან ერთხელ მისვლის დროს, ერთი ფრეიმის (პარტიის) განმავლობაში. ამგვარად, ბრეიკის მინიმალური მნიშვნელობა შეიძლება იყოს 1[1] ქულა, ხოლო მაქსიმალური — 147 ქულა. თეორიულად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ბრეიკი შეიძლება იყოს 148—155 ქულა (იხ. მაქსიმალური ბრეიკი).

სენჩერი-ბრეიკი

რედაქტირება

იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე აკეთებს სერიას, რომელიც 100-ის ტოლია ან მასზე მეტია, ამგვარ ბრეიკს უწოდებენ სენჩერი-ბრეიკს (ინგლ. cеntury break ან „ასიანი სერია“). ასიანი სერიის შესრულება თამაშის მაღალი პროფესიონალიზმის დონის მაჩვენებელია. სენჩერი-ბრეიკების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი არის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი რონი ო’სალივანი, რომელმაც სენჩერი 940-ზე მეტჯერ გააკეთა. მოთამაშეებისთვის განსაკუთრებით საპატიოა ე.წ. „100+“ სიაში მოხვედრა — ეს არის სია იმ სნუკერისტებისა, რომლებსაც 100 და მეტი სენჩერი აქვთ გაკეთებული კარიერის განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წითელი ბურთის ჩაგდება უკვე ბრეიკია, ზოგადად მას არ მიიჩნევენ ბრეიკად.