Wuxi Classic
Wuxi Classic — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი[1]. პირველად ჩატარდა 2008 წლის 4-8 ივნისს (სახელწოდებით Jiangsú Clássic) ჩინეთის პროვინცია ძიანსუს ორ ქალაქში: უსისა (ინგლ. Wuxi) (ფინალი) და ნანკინში (ინგლ. Nanjing) (ტურნირის დარჩენილი ნაწილი). 2009 წელს ტურნირი მხოლოდ უსიში ტარდებოდა, ხოლო 2010 წელს მან თავისი ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო.
ეს ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პირველია სეზონში. როგორც წესი, მასში მონაწილეობას იღებენ წამყვანი პროფესიონალები და რამდენიმე ადგილობრივი მოთამაშე (ზოგიერთი მათგანი მოყვარულია, უაილდ-კარდის მფლობელი).
გამარჯვებულები
რედაქტირებაწელი | ჩემპიონი | ფინალისტი | ანგარიში | სეზონი | |
---|---|---|---|---|---|
Jiangsu Classic (არარეიტინგული) | |||||
2008 | დინ ჯუნხუი | მარკ სელბი | 6:5 | 2008/09 | |
2009 | მარკ ალენი | დინ ჯუნხუი | 6:0 | 2009/10 | |
Wuxi Classic (არარეიტინგული) | |||||
2010 | შონ მერფი | დინ ჯუნხუი | 9:8 | 2010/11 | |
2011 | მარკ სელბი | ალისტერ კარტერი | 9:7 | 2011/12 | |
Wuxi Classic (რეიტინგული) | |||||
2012 | რიკი უოლდენი | სტიუარტ ბინემი | 10:4 | 2012/13 | |
2013 | ნილ რობერტსონი | ჯონ ჰიგინსი | 10:7 | 2013/14 | |
2014 | ნილ რობერტსონი | ჯო პერი | 10:9 | 2014/15 |
Jiangsu Classic 2009-ზე მარკ სელბიმ გააკეთა თავისი პირველი ოფიციალური მაქსიმალური ბრეიკი — 147. ეს ბრეიკივეა პირველი მაქსიმალური ამ ტურნირზე. ნილ რობერტსონმა ეს მიღწევა გაიმეორა 2013 წლის ტურნირის პირველ წრეზე, მოჰამედ ჰაირის წინააღმდეგ მატჩში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კრის ტერნერის არქივი დაარქივებული 2012-02-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)