შანხაი მასტერსი — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი.

ტარდება 2007/08 წლების სეზონიდან. წარმოადგენს მეორე რეტინგულ ტურნირს China Open-ის შემდეგ, რომელიც ტარდება ჩინეთში. როგორც ჩინეთის ღია ჩემპიონატში, შანხაი მასტერში არის უაილდ-კარდ რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას იღებს რვა ჩინელი სნუკერისტი და რვა მოთამაშე, რომლებმაც კვალიფიკაცია გაიარეს. ამ სტადიის გამარჯვებულები შედიან ტურნირის ძირითად ბადეში, რომელიც იწყება 1/16 ფინალით, შემდგომ — ოლიმპიური სისტემით.

საპრიზო ფონდირედაქტირება

შანხაი მასტერსის პირველი გათამაშებისას საპრიზო ფონდმა შეადგინა 250 000 ფუნტი სტერლინგი. გამარჯვებულმა, დომინიკ დეილმა, მიიღო 48 000 £. შემდგომ საპრიზო ფონდი თანდათანობით იზრდებოდა და 2011 წლისთვის შეადგინა 361 000 £ (გამარჯვებულს — 65 000). 2007—2010 წლებში ტურნირის სპონსორი იყო კომპანია Roewe, 2011 წლიდან — Bank of Communication.

2007 წელს WPBSA-სთან მოწერილი ხუთწლიანი კონტრაქტის თანახმად, ყველა ხარჯს ფარავენ ჩინური პრომოუტერები.

რეიტინგული ქულებირედაქტირება

პირველი სამი სეზონის განმავლობაში რეიტინგული ქულების დარიცხვის სისტემა ერთნაირი იყო — გამარჯვებულს 5000 ქულა, ფინალისტს — 4000. 2009/10 წლების სეზონიდან ქულების დარიცხვის სისტემა შეიცვალა: გამარჯვებული იღებს 7000 ქულას, ფინალისტი — 5600-ს.

ფორმატირედაქტირება

  • მთავარი ბადე — 16 მოთამაშე ტოპ-16-დან პლუს 16 კვალიფიცირებულებიდან
  • 1/16—1/4 ფინალი — მატჩები 5 გამარჯვებამდე
  • 1/2 ფინალი — მატჩები 6 გამარჯვებამდე
  • ფინალი — მატჩი 10 გამარჯვებამდე

გამარჯვებულებირედაქტირება

წელი გამარჯვებული ანგარიში ფინალისტი სეზონი
2007   დომინიკ დეილი 10:6   რაიან დეი 2007/08
2008   რიკი უოლდენი 10:8   რონი ო’სალივანი 2008/09
2009   რონი ო’სალივანი 10:5   ლიან ვენბო 2009/10
2010   ალისტერ კარტერი 10:7   ჯეიმი ბერნეტი 2010/11
2011   მარკ სელბი 10:9   მარკ უილიამსი 2011/12
2012   ჯონ ჰიგინსი 10:9   ჯად ტრამპი 2012/13
2013   დინ ჯუნხუი 10:6   სიაო გოდუნი 2013/14
2014   სტიუარტ ბინემი 10:3   მარკ ალენი 2014/15

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება