მასტერსი 2001 (სნუკერი)

მასტერსი 2001 (ინგლ. Masters 2001, აგრეთვე ცნობილია, როგორც Benson and Hedges Masters 2001 — სპონსორის სახელწოდების მიხედვით) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. ტარდებოდა 2001 წლის 4 თებერვლიდან 11 თებერვლამდე Wembley Conference Centre-ში, ლონდონში. ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლ ჰანტერი, რომელმაც ფინალში დაამარცხა ფერგალ ო'ბრაიენი ანგარიშით 10:9.


სნუკერის
ტურნირები
მასტერსი
ლონდონი, ინგლისი
4 თებერვალი — 11 თებერვალი 2001
Wembley Conference Centre
საპრიზო ფონდი — GB£ 650 000
გამარჯვებული — £ 175 000
უმაღლესი ბრეიკი — 138 (პოლ ჰანტერი და ჯიმი უაიტი)
სტატუსი — არარეიტინგული
ჩემპიონი
ჩემპიონი 2000 — მეტიუ სტივენსი
ჩემპიონი 2001 — პოლ ჰანტერი
ფინალისტი — ფერგალ ო'ბრაიენი

აღსანიშნავი ფაქტები

რედაქტირება
  • პოლ ჰანტერმა მასტერსის თავისი სამი ტიტულიდან პირველი მოიგო. ფინალში, დრამატულ მატჩში მან დაამარცხა ირლანდიელი ფერგალ ო'ბრაიენი. ო'ბრაიენი თავიდან, პირველი სესიის შემდეგ იგებდა 6:2-ს, მაგრამ შემდეგ ჰანტერმა ექვსი სენჩერი-ბრეიკი გააკეთა ექვს ფრეიმში და მატჩის ბოლოს 9:8-ს ლიდერობდა. ო'ბრაიენმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ხანგრძლივ გადამწყვეტ ფრეიმში გამარჯვება პოლ ჰანტერს დარჩა.
  • 1980 წლის შემდეგ პირველად სტივ დეივისმა ვერ მოახერხა ტურნირის მთავარ სტადიაზე მოხვედრა. დეივისი 2001 წელს უკვე აღარ იყო ტოპ-16-ში, ამიტომ მან ვერ მოახერხა, ავტომატურად გამხდარიყო 1/8 ფინალის მონაწილე. გარდა ამისა, დეივისს არ გადასცეს აგრეთვე არც უაილდკარდი, ხოლო კვალიფიკაციაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
  • შემდგომი მსოფლიო ჩემპიონი, შონ მერფი, პირველად გახდა მასტერსის მთავარი ტურნირის მონაწილე. თავიდან მერფიმ კვალიფიკაციაში გაიმარჯვა, ხოლო უაილდკარდ რაუნდში მარკო ფუს სძლია 6:1. 1/8 ფინალში იგი სტივენ ჰენდრისთან დამარცხდა 4:6.

საპრიზო ფონდი

რედაქტირება
  • საერთო საპრიზო გონდი: GB£ 650 000
  • გამარჯვებული: £ 175 000
  • ფინალისტი: £ 88 000
  • უმაღლესი ბრეიკი: £ 20 000

უმაღლესი ბრეიკი

რედაქტირება

შედეგები

რედაქტირება

უაილდკარდ რაუნდი

რედაქტირება
მატჩი ანგარიში
WC1   ჯო სვეილი15 1:6 ჯიმი უაიტი  
WC2   მარკო ფუ16 1:6 შონ მერფი  
  1/8 ფინალი მეოთხედფინალები ნახევარფინალები ფინალი
                                     
   პოლ ჰანტერი 6  
   მეთიუ სტივენსი 5  
     პოლ ჰანტერი 6  
       პიტერ ებდონი 3  
   პიტერ ებდონი 6
   ალან მაკმანუსი 4  
     პოლ ჰანტერი 6  
     სტივენ ჰენდრი 4  
   ჯიმი უაიტი 6  
   რონი ო’სალივანი 2  
     ჯიმი უაიტი 4
       სტივენ ჰენდრი 6  
   სტივენ ჰენდრი 6
   შონ მერფი 4  
     პოლ ჰანტერი 10
     ფერგალ ო'ბრაიენი 9
   დეივ ჰაროლდი 6  
   ჯონ ჰიგინსი 3  
     დეივ ჰაროლდი 6
       ჯონ პეროტი 5  
   ჯონ პეროტი 6
   სტივენ ლი 5  
     დეივ ჰაროლდი 4
     ფერგალ ო'ბრაიენი 6  
   კენ დოერტი 6  
   ენტონი ჰემილტონი 1  
     კენ დოერტი 2
       ფერგალ ო'ბრაიენი 6  
   ფერგალ ო'ბრაიენი 6
   მარკ უილიამსი 5  

კვალიფიკაცია

რედაქტირება

საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული და მოთამაშე, რომელმაც 2001 წლის მასტერსზე თამაშის უფლება მოიპოვა, გახდა შონ მერფი. ფინალში მან სტიუარტ ბინემი დაამარცხა 9:7.

უმაღლესი ბრეიკი კვალიფიკაციაში გააკეთა დეივიდ მაკლელანმა — 147 ქულა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება