სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგი

(გადამისამართდა გვერდიდან სნუკერისტების ოფიციალური რეიტინგი)

სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგი — მეინ-ტურის სეზონის განმავლობაში პროფესიონალი სნუკერისტების რეიტინგის განაწილების ოფიციალური სისტემა. არსებობს წინასწარი რეიტინგი, რეიტინგი მიმდინარე სეზონზე და ოფიციალური რეიტინგი, რომელიც ძირითადია. ოფიციალური რეიტინგი წარმოადგენს ქულათა ჯამს, რომლებიც მოთამაშეებმა წინა ორი სეზონის განმავლობაში დააგროვეს. წინასწარი რეიტინგი — ქულათა ჯამი, რომელიც მოთამაშემ დააგროვა მიმდინარე და წინა სეზონის განმავლობაში; ამ რეიტინგს არ აქვს ფაქტობრივი ძალა, მას უბრალოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. მიმდინარე სეზონის (ერთწლიანი) რეიტინგი ყველაზე ზუსტად ასახავს სნუკერისტების შედეგების ამჟამინდელ მდგომარეობას და, შესაბამისად, მოიცავს მხოლოდ მიმდინარე სეზონის ქულებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება