ჯეიმზ უოტანა
ჯეიმზ უოტანა, ტაი. รัชพล ภู่โอบอ้อม რატჩაპოლ პუ ობ ორმი (ინგლ. James Wattana, Ratchapol Pu-Ob-Orm; დ. 17 იანვარი, 1970) — ტაილანდელი პროფესიონალი სნუკერისტი. ერთ-ერთი უპირველესი პროფესიონალი სნუკერისტი შორეული აღმოსავლეთიდან. 1990-იან წლებში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო ამ თამაშში. მის ანგარიშზე 150-ზე მეტი სენჩერი-ბრეიკია, რომელთაგანაც 3 მაქსიმალურია. თავისი მიღწევებისა და სნუკერის პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის შორეულ აღმოსავლეთში იგი გახდა მეორე მოთამაშე ტაილანდიდან, რომელმაც მიიღო ტაილანდის გვირგვინის ორდენი. გარდა ამისა, უოტანა სამჯერ გახდა თავისი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი.
![]() ჯეიმზ უოტანა
| ||
![]() | ||
საერთო ინფორმაცია | ||
მეტსახელი: | ტაი-ფუნი | |
დაბ. თარიღი: | 17.01.1970 | |
დაბ. ადგილი: | ბანგკოკი, ტაილანდი | |
მოქალაქეობა: | ![]() | |
პროფესიონალური კარიერა: | 1989—2008, 2009—2014 | |
უმაღლესი რეიტინგი: | № 3 | |
საპრიზო თანხა: | GB£ 1 688 374 | |
უმაღლესი ბრეიკი: | 147 (3-ჯერ) | |
სენჩერის რაოდენობა: | 157 | |
გამარჯვებები ტურნირებზე | ||
სულ გამარჯვება: | 6 | |
მსოფლიო ჩემპიონატი: | 1/2 ფინალი (1993, 1997) | |
სხვა რეიტინგული ტურნირები: | 3 | |
სხვა ტურნირები: | 2 |
მიღწევები კარიერაში
რედაქტირება- მსოფლიო ჩემპიონატი ნახევარფინალისტი — 1993, 1997
- Strachan Open ჩემპიონი — 1992
- Thailand Open ჩემპიონი — 1994—1995
- World Matchplay ჩემპიონი — 1992
- Humo Masters ჩემპიონი — 1992
- Hong Kong Challenge ჩემპიონი — 1990
- მასტერსი ფინალისტი — 1993
- British Open ფინალისტი — 1992—1994
- Welsh Open ფინალისტი — 1993
- International Open ფინალისტი — 1994
ადგილი მსოფლიო რეიტინგში
რედაქტირებასეზონი | ადგილი |
---|---|
1989/90 | დებიუტი |
1990/91 | 33 |
1991/92 | 20 |
1992/93 | 7 |
1993/94 | 5 |
1994/95 | 3 |
1995/96 | 5 |
1996/97 | 12 |
1997/98 | 12 |
1998/99 | 15 |
1999/00 | 22 |
2000/01 | 27 |
2001/02 | 32 |
2002/03 | 32 |
2003/04 | 34 |
2004/05 | 33 |
2005/06 | 32 |
2006/07 | 25 |
2007/08 | 33 |
2008/09 | 66 |
2009/10 | — |
2010/11 | 68 |
2010/11. 1-ლი გადათვლა | 72 |
2010/11. მე-2 გადათვლა | 73 |
2010/11. მე-3 გადათვლა | 76 |
2011/12 | 67 |
2011/12. 1-ლი გადათვლა | 58 |
2011/12. მე-2 გადათვლა | 58 |
2011/12. მე-3 გადათვლა | 58 |