Strachan Open

(გადამისამართდა გვერდიდან Strachan Challenge)

Strachan Open ან Strachan Challenge — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი.

იწყებოდა 1992 წელს, როგორც რეიტინგული ტურნირი სახელწოდებით Strachan Open, ამავე სახელწოდების კომპანიის სპონსორირებით. პირველი გათამაშება გაიმართა Thornbury Leisure Centre-ში, ბრისტოლის მახლობლად. ჯეიმზ უოტანამ ფინალში იმ დროისთვის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჯონ პეროტი დაამარცხა ანგარიშით 9:5 და მოიპოვა თავისი პირველი რეიტინგული ტიტული. პრიზად მას ერგო GB£ 12 500. სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღო ბევრმა წამყვანმა პროფესიონალმა, რადგან ტურნირის რეიტინგული ქულები და საპრიზო ფონდი ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ანალოგიურ შეჯიბრებების უმრავლესობაზე.

1993 წელს ტურნირმა შეიცვალა სახელწოდება Strachan Challenge-ზე და გახდა დაბალრეიტინგული (ანუ ქულები ირიცხებოდა 1/10-ის დოზით, რათა როგორმე მაინც წაეხალისებინათ ახალი მოთამაშეები). შეიცვალა ჩატარების ფორმულაც. საბოლოოდ, 1994 წელს Strachan Challenge არარეიტინგული გახდა, რის გამოც საბოლოოდ დაკარგა მოთამაშეების მხრიდან ინტერესი, შესაბამისად, სპონსორებიც.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 1992 წელს პიტერ ებდონმა უეინ მარტინის წინააღმდეგ მატჩში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.

გამარჯვებულები

რედაქტირება
წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
Strachan Open (რეიტინგული)
1992   ჯეიმზ უოტანა   ჯონ პეროტი 9:5 1991/92
Strachan Challenges (დაბალრეიტინგული)
1992   ჯო სვეილი   სტეფან მაზროცისი 9:4 1992/93
1993   ტროი შოუ   ნაიჯელ ბონდი 9:4 1992/93
1993   ტონი დრაგო   კენ დოერტი 9:7 1992/93
Strachan Challenges (არარეიტინგული)
1994   ენტონი ჰემილტონი   ენდი ჰიქსი 9:4 1993/94
1994   ენტონი ჰემილტონი   პოლ დევისი 9:4 1993/94

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Strachan_Open&oldid=4300794“-დან