სტეფან მაზროცისი (ინგლ. Stefan Mazrocis; დ. 18 აპრილი, 1967, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი პროფესიონალი სნუკერისტი. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სნუკერისტად ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ის დაიბადა ლატვიურ-ინგლისურ ოჯახში, მაგრამ აქვს ნიდერლანდების მოქალაქეობა. სტეფან მაზროცისი ცნობილია იმითაც, რომ ერთ დღეში სავარჯიშო მატჩებზე სამჯერ შეძლო მაქსიმალური ბრეიკის გაკეთება.

სტეფან მაზროცისი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 18 აპრილი 1967
დაბ. ადგილი: ნიდერლანდები
მოქალაქეობა: ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროფესიონალური კარიერა: 1991—
უმაღლესი რეიტინგი: № 65[1]
საპრიზო თანხა: GB£ 116 085
უმაღლესი ბრეიკი: 147 (1995 WPBSA Tour Event 3)
მსოფლიო ჩემპიონატი: 1/8 ფინალი (1997)
სხვა ტურნირები: 1

მაზროცისის ადრეული კარიერა ინგლისში მიმდინარეობდა, იქვე თამაშობდა იგი მოყვარულის დონეზეც. 1991 წელს მაზროცისი პროფესიონალი გახდა. 1996 წელს მან კარიერაში თავის საუკეთესო შედეგს — Asian Classic-ის მეოთხედფინალს მიაღწია. 1997 წელს სტეფანი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, როცა პირველ რაუნდში პიტერ ებდონს სძლია. შემდეგ ნიდერლანდელს კარიერაში ჩავარდნა დაეწყო და მან მეინ-ტური დატოვა, მაგრამ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის წყალობით, დაბრუნდა პროფესიონალურ სნუკერში.

მიღწევები კარიერაში

რედაქტირება
  • მსოფლიო ჩემპიონატი 1/8 ფინალი — 1997
  • Asian Classic მეოთხედფინალი — 1996

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება