მასტერსი 2007 (სნუკერი)

მასტერსი 2007 (ინგლ. Masters 2007, აგრეთვე ცნობილია, როგორც SAGA Insurance Masters 2007 — სპონსორის სახელწოდების მიხედვით) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. ტარდებოდა 2007 წლის 14 იანვრიდან 21 იანვრამდე უემბლი არენაზე, ლონდონში. ტურნირის გამარჯვებული გახდა რონი ო’სალივანი, რომელმაც ფინალში დაამარცხა დინ ჯუნხუი ანგარიშით 10:3.


სნუკერის
ტურნირები
მასტერსი
ლონდონი, ინგლისი
14 იანვარი — 21 იანვარი 2007
უემბლი არენა
საპრიზო ფონდი — GB£ 432 000
გამარჯვებული — £ 130 000[1]
უმაღლესი ბრეიკი — 147 (დინ ჯუნხუი)
სტატუსი — არარეიტინგული
ჩემპიონი
ჩემპიონი 2006 — ჯონ ჰიგინსი
ჩემპიონი 2007 — რონი ო’სალივანი
ფინალისტი — დინ ჯუნხუი

შარშანდელი მასტერსისგან განსხვავებით, 2007 წლის მასტერსზე 19-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. ტოპ-16-ის სნუკერისტები ავტომატურად გადიოდნენ მთავარ ტურნირზე კვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ ბოლო სამი ნომერი პლეი-ოფში მოსახვედრად თამაშობდა უაილდკარდ რაუნდს საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულსა და იმ ორ მოთამაშესთან, რომლებმაც სპეციალური მოსაწვევი მიიღეს ტურნირზე.

2007 წლის მასტერსის პირველი რაუნდის მატჩი მეთიუ სტივენსსა და სტივენ ჰენდრის შორის

საპრიზო ფონდი

რედაქტირება
  • საერთო საპრიზო გონდი: GB£ 432 000
  • გამარჯვებული: £ 130 000

უმაღლესი ბრეიკი

რედაქტირება

შედეგები

რედაქტირება

უაილდკარდ რაუნდი

რედაქტირება

შესარჩევ მატჩებში თამაშობენ სნუკერისტები, რომლებმაც მიიღეს უაილდკარდი და ტოპ-16-ეულის უკანასკნელი სამი სნუკერისტი.

მატჩი ანგარიში
WC1   ალისტერ კარტერი14 6:5 სტიუარტ ბინემი  
WC2   მეთიუ სტივენსი15 6:1 ჯიმი უაიტი  
WC3   ენტონი ჰემილტონი16 3:6 დინ ჯუნხუი  

ენტონი ჰემილტონთან მატჩის დროს 19 წლის დინ ჯუნხუიმ გააკეთა თავისი პირველი მაქსიმალური ბრეიკი და, ამგვარად, გახდა ყველაზე ახალგაზრდა სნუკერისტი, რომელმაც მაქსიმუმი სატელევიზიო მატჩში გააკეთა.[2]

  1/8 ფინალი მეოთხედფინალები ნახევარფინალები ფინალი
                                     
   ჯონ ჰიგინსი 5  
   სტივენ მაგუაიერი 6  
     სტივენ მაგუაიერი 6  
       ნილ რობერტსონი 2  
   მარკ უილიამსი 0
   ნილ რობერტსონი 6  
     სტივენ მაგუაიერი 4  
     რონი ო’სალივანი 6  
   რონი ო’სალივანი 6  
   ალისტერ კარტერი 1  
     რონი ო’სალივანი 6
       კენ დოერტი 5  
   კენ დოერტი 6
   ბარი ჰოკინსი 3  
     რონი ო’სალივანი 10
     დინ ჯუნხუი 3
   სტივენ ჰენდრი 6  
   მეთიუ სტივენსი 5  
     სტივენ ჰენდრი 6
       შონ მერფი 3  
   სტივ დეივისი 3
   შონ მერფი 6  
     სტივენ ჰენდრი 2
     დინ ჯუნხუი 6  
   პიტერ ებდონი 3  
   დინ ჯუნხუი 6  
     დინ ჯუნხუი 6
       სტივენ ლი 2  
   გრემ დოტი 2
   სტივენ ლი 6  
ფინალი: მატჩი 19 ფრეიმისგან
უემბლი, ლონდონი, ინგლისი, 21 იანვარი 2007. რეფერი: იან ვერჰასი
რონი ო’სალივანი
  ინგლისი
10:3 დინ ჯუნხუი
  ჩინეთი
დღის სესია: 1-77(77), 16-109, 62(55)-1, 99(99)-22, 128-0&, 101-37, 64-72, 116-4&
საღამოს სესია: 96(96)-0, 66(66)-65(65), 143-11&, 97-0, 121(74)-12
143 უმაღლესი ბრეიკი 109
4 სენჩერი-ბრეიკები 1
5 50-ზე დიდი ბრეიკები 2

სენჩერი-ბრეიკები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Masters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-07. ციტირების თარიღი: 2015-01-27.
  2. „Ding makes record 147“. Eurosport. 2007-01-14. ციტირების თარიღი: 2007-01-17.