მარინა ადამია

ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინა ადამია (დ. 25 თებერვალი, 1957, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1976 წელს დაამთავრა თბილისის III სამუსიკო სასწავლებელი, 1983 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო).

1983–1991 წლებში მუშაობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელსა და ახალციხის მუსიკალურ სკოლაში (თეორიის საგნები). 1986–1988 წლებში იყო ახალციხის დრამატული თეატრის მუსიკალური გამფორმებელი. 1992 წლიდან სწავლობდა ედინბურგის (ინგლისი) უნივერსიტეტში მუსიკის ფაკულტეტზე, 1994–2006 წლებში იყო ლექტორი (კომპოზიციაში) აქვე. 1998 წლიდან კომპოზიციის დოქტორი. 2006–2008 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ კონსულტანტი, პარალელურად ხელმძღვანელობდა მუსიკის თეორიის და კომპოზიციის განყოფილებებს. 2009 წელს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა მუსიკალური ცემტრი, რომლის დირექტორი და კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელიც იყო. დაწერილი აქვს: სავიოლინო კონცერტი (პირველი შესრულება მოსკოვში 1983 წელს). კამერულ ინსტრუმენტული ნაწარმოებები — სამი სიმებიანი კვარტეტი (1978, 1982, 1997), სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1976), ოთხი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის (1980), მუსიკა დასარტყამი ინსტრუმენტისათვის (1986), ხუთი სავიოლინო ბაგატელი ფორტეპიანოსთან ერთად (1988), ტრიო საქსოფონის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1994), „გრავიტაცია“ სიმებიანი ტრიოსათვის (2000), „At the Still point of the Turning World“ (მუსიკა საერთო პროექტისათვის ანიმატორ ჯ. ლანგფორდსა და ქორეოგრაფ ნ. დუგლასთან ერთად. „Creative Scotlend“ პრემიერა შედგა 2001 წელს), მუსიკა თეატრალური წარმოდგენისთვის „Gravity“ (2000, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის დაკვეთით). საორკესტრო ნაწარმოებები — ქართული ხალხური სიმღერები სიმებიანი ორკესტრისათვის (1999), „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, სამი პოემა 24 ხმისა და ორკესტრისათვის (1997), „The Restless Wood“ (2001, შოტლანდიის კამერული ორკესტრის დაკვეთით). საგუნდონაწარმოებები — ოთხი პიესა გუნდისათვის ხალხურ ტექსტებზე (1979), საგუნდო ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე (1989). ვოკალური ნაწარმოებები — შვიდი სიმღერა ძველ ჩინურ პოეზიაზე სოპრანოს, ტენორისა და კამერული ანსამბლისათვის (1988), ხუთი სიმღერა მეცო–სოპრანოსა და კამერული ორკესტრისათვის (1993). მისი ნაწარმოებები შესულია კრებულში „ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა. 12/12“ (თანდართული CD).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 11

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარინა_ადამია“-დან