მარიამ უგრელიძე
მარიამ ქრისტეფორეს ასული უგრელიძე (დ. 26 იანვარი, 1885, დიღომი (სოფელი) — გ. 20 მაისი, 1960, დიდუბის პანთეონი) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1904 წლიდან საწვლობდა პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სამედიცინო კურსებზე. 1909 წელს დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1914 წელს ლოზანას (შვეიცარია) უნივერსიტეტი.
1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს იგი ქუჩებში დახმარებას უწევდა დაჭრილ მუშებს. რევოლუციური აღტკინება სტუდენტთა გარკვეულ ნაწილსაც გადაედო. იგი დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციას. მეფის აგენტებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და 1906 წელს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა სამხედრო ნაწილებში რევოლუციური პროკლამაციების გავრცელება. 2 წელიწადს ამყოფეს ციხეში, შემდეგ ემიგრაციაში. 1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობა დაიწყო სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქალაქის პირველ საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში. 1921 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრა დაარსდა, რომლის ფუძემდებელი პროფესორი სიმონ გოგიტიძე გახლდათ, ძირითად საქმიანობას კი კათედრაზე მარიამ უგრელიძე ასრულებდა. 1930 წელსი მას მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა და სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგედ დაინიშნა. მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში ინტენსიურ საექიმო, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა ბავშვთა ჯანდაცვის კუთხით. მას სამოცდაათზე მეტი მეცნიერული ნაშრომი აქვს შესრულებული. მათი უმრავლესობა თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და წაკითხულია საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე. მისი ნაშრომები ეხება ბავშვთა ასაკის როგორც ფიზიოლოგიის, ისე პათოლოგიის, თერაპიისა და ჰიგიენის მნიშვნელოვან პრობლემებს. იგი ბევრს მუშაობდა მედიცინის ისტორიის საკითხებზეც საქართველოში. ფასდაუდებელია მისი ნაშრომები ბავშვის ფიზიკური განვითარების, ბავშვის კვების, რაქიტის, დისტროფიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზისა და აეროთერაპიის შესახებ. პედიატრი, პირველი ქართველი პროფესორი ქალი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჩვილ ბავშვთა ფაღარათობის წამლობა, საქბიომედგამი და სტ.,1938. გვ. 19
- ახალშობილთა პერიფერიული ლიმფატიური ჯირყვლების მდგომარეობის შესახებ, ტფილისი, 1927. გვ. 442
ლიტერატურა
რედაქტირება- მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994, გვ.330