მაილის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
მაილის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს მყინვარწვერსა და მაილს შორის, სიმაღლე ზღვის დონიდან 4400 მ. დაფარულია თოვლ-ყინულით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს და ჩრდილოეთ ოსეთს, აგრეთვე გერგეთის, დევდარაკისა და მნის მყინვარებს (მდინარე თერგის აუზი).
მაილის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′14″ ჩ. გ. 44°29′16″ ა. გ. / 42.7039000° ჩ. გ. 44.4878306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4400 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 363.