მაიაკოვსკის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მაიაკოვსკის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ მაიაკოვსკის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 95 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ზესტაფონისა და ორჯონიკიძის რაიონები, დასავლეთით — ვანის რაიონი, ჩრდილოეთით — აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი, სამხრეთით — ადიგენის რაიონი. ეს მეურნეობა ძირითადად მთიანი იყო. ტყის შემადგენლობაში დიდი ადგილი ეჭირა წიფელს, რცხილასა და სხვა ფოთლოვან ჯიშებს. ტყეები კარგად იყო შენახული მაღლობ ადგილებში, სადაც განვითარებული იყო ქვეტყე და ბალახოვანი საფარი. მეურნეობაში საკმაო რაოდენობით იყო არჩვი და შველი, ბევრი იყო კვერნა. მცირე რაოდენობით გვხვდებოდა ირემი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი, დათვი, როჭო, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ. გადამფრენი ფრინვლებისათვის რაიონში მცირე ადგილი იყო. ამიტომ აქაური მონადირეები ფრინველზე ნადირობდნენ მდინარე რიონისა და ყვირილის შესართავთან და მის ქვემოთ.

მონადირეთა საზოგადოების საჩვენებელ სანადირო მეურნეობა „ზეკარს“ 8 000 ჰექტარი ფართობი ეჭირა.

აქ აგებული იყო ორსართულიანი მონადირის სახლი, გაკრული იყო სათანადო წარწერები მეურნეობის საზღვრებზე და გაძლიერებული იყო დაცვა.

ლიტერატურა რედაქტირება