მაგნიუმის ნიტრატი
მაგნიუმის ნიტრატი ჰიგროსკოპული მარილია ფორმულით Mg(NO3)2. ჰაერზე ის სწრაფად წარმოქმნის ჰექსაჰიდრატს ფორმულით Mg(NO3)2·6H2O (და მოლური მასით 256.41 გ/მოლ). ის ძალიან კარგად იხსნება როგორც წყალში, ისე ეთანოლში.
მაგნიუმის ნიტრატი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | მაგნიუმის ნიტრატი |
ქიმიური ფორმულა | Mg(NO3)2 |
მოლური მასა | 148.32 (უწყლო) 184.35 გ/მოლ(დიჰიდრატი) 256.41 გ/მოლ (ჰექსაჰიდრატი) გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | თეთრი კრისტალური მყარი ნივთიერება |
სიმკვრივე | 2.3 გ/სმ3 (უწყლო) 2.0256 გ/სმ3 (დიჰიდრატი) 1.464 გ/სმ3 (ჰექსაჰიდრატი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 129 °C |
დუღილის ტემპერატურა | 330 °C |
თვითაალების ტემპერატურა | არაალებადი °C |
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.) | 141.9 ჯ/(მ·კ) |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | 125 გ/100 მლ |
ოპტიკური თვისებები | |
გარდატეხის მაჩვენებელი | 1.34 (ჰექსაჰიდრატი) |
სტრუქტურა | |
კრისტალური სტრუქტურა | კუბი |
უსაფრთხოება | |
რისკის ფრაზები | გამაღიზიანებელი |
კლასიფიკაცია | |
CAS | 13446-18-9 |
PubChem | 25212 |
EINECS | 233-826-7 |
SMILES |
|
RTECS | OM3750000 (უწყლო) OM3756000 (ჰექსაჰიდრატი) |
გამოყენება
რედაქტირებამაგნიუმის ნიტრატი მოიპოვე როგორც საბადოებში ისე კავერნებში როგორც ნიტრომაგნეზიტი (ჰექსაჰიდრატის ფორმით).[1] მაგრამ ეს ფორმა გავრცელებული არაა, თუმცა ის შეიძლება წარმოიქმნას, იქ, სადაც სკინტლი მაგნიუმით მდიდარ ქვებს ეხება. ის გამოიყენება კერამიკაში, ბეჭდვაში, ქიმიურ და აგროკულტურულ ინდუსტრიებში. ის როგორც სასუქი შეიცავს 10.5% აზოტს და 9.4% მაგნიუმს, ამიტომ მისი შეფუთვა როგორც წესი შეიცავს წარწერას 10.5-0-0 + 9.4% Mg. შერეული ფორმით მაგნიუმის ნიტრატი როგორც წესი გაყიდვაში ამონიუმის ნიტრატთან, კალციუმის ნიტრატთან, კალიუმის ნიტრატთან და სხვა მიკროელემენტებთან ერთადაა. ეს ნარევები გამოიყენება სათბურებსა და ჰიდროპონიკაში.
წარმოება
რედაქტირებამაგნიუმის ნიტრატი კომერციაში გამოიყენება როგორც ნაწარმი პროდუქტი. მისი წარმოება მრავალი გზითაა შესაძლებელი. მაგალითად: მაგნიუმისა და აზოტმჟავას შორის რეაქცია:
- 2 10HNO3 + 4Mg = 4Mg(NO3)2 + NH4NO3 + 3H2O
- 2 HNO3 + MgO → Mg(NO3)2 + H2O
ორივე შემთხვევაში რეაქციის პროდუქტს წარმოადგენს მაგნიუმის ნიტრატი.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი და ამონიუმის ნიტრატი ასევე შედიან რეაქციაში, შედეგად ვიღებთ მაგნიუმის ნიტრატს და ამიაკს, რომელიც აირად ფორმაში გამოიყოფა.
- Mg(OH)2 + 2 NH4NO3 → Mg(NO3)2 + 2 NH3 + 2 H2O
რეაქციები
რედაქტირებამაგნიუმის ნიტრატი ურთიერთქმედებს ტუტე მეტალების ჰიდროქსიდებთან და წარმოქმნის შესაბამის ნიტრატს: Mg(NO3)2 + 2 NaOH → Mg(OH)2 + 2 NaNO3.
იმის გამო, რომ მაგნიუმის ნიტრატს დიდი მიზიდულობა გააჩნია წყლის მიმართ, ჰექსაჰიდრატის გავარვარება არ იწვევს მარილის დეჰიდრატაციას. ის უბრალოდ იშლება მაგნიუმის ოქსიდად, ჟანგბადად და აზოტის ოქსიდად: 2 Mg(NO3)2 → 2 MgO + 4 NO2 + O2.
გამოყოფილი აზოტის ოქსიდის წყლით შთანთქმა აზოტმჟავის მიღების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. ამ გზის არაეფექტურობის მიუხედავად ამ რეაქციაში არ მონაწილეობს არცერთი ძლიერი მჟავა.
უწყლო მაგნიუმის ნიტრატი ასევე გამოიყენება აზოტმჟავის კონცეტრაციის გასაზრდელად მისი აზეოტროპის (დაახლ. 68% აზოტმჟავა და 32% წყალი) კონცენტრაციის ზემოთ. ის ასევე ზოგჯერ დესიკანტადაც გამოიყენება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- International Chemical Safety Card 1041
- Liquid Chemistry
- Nitromagnesite Mineral Data
- Magnesium Nitrate MSDS დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Mindat, http://www.mindat.org/min-2920.html