ლუკას ვასკესი
ლუკას ვასკეს იგლესიასი (ესპ. Lucas Vázquez Iglesias; დ. 1 ივლისი, 1991, კურტისი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუკას ვასკეს იგლესიასი | ||
დაბადების თარიღი | 1 ივლისი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | კურტისი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 17 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000-2004 | კურტისი | ||
2004-2007 | ურალი | ||
2007-2010 | რეალ მადრიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010-2011 | რეალ მადრიდ C | 14 | (2) |
2011-2015 | რეალ მადრიდ კასტილია | 92 | (15) |
2014-2015 | → ესპანიოლი | 33 | (3) |
2015- | რეალ მადრიდი | 164 | (15) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2016- | ესპანეთი | 9 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 4 ივნისი, 2017 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებალუკას ვასკესი დაიბადა 1991 წელს, კურტისში. თავდაპირველად, საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ გუნდში დაიწყო, 2000 წელს. იგი 2007 წელს ჩაირიცხა მადრიდის რეალის აკადემიაში, 16 წლის ასაკში. მისი დებიუტი „რეალის“ C გუნდში 2010-2011 წლების სეზონში შედგა. ლუკასმა ამ სეზონში 14 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.[1] ამის შემდეგ, ის რეალ მადრიდ კასტილიაში გადაიყვანეს, სადაც მისი დებიუტი 2012 წლის 17 აგვისტოს შედგა „ვილიარეალთან“ გამართულ მატჩში,[2] ხოლო პირველი გოლი 15 ოქტომბერს, „ლას პალმასთან“ შეხვედრაში გაიტანა.[3] საერთო ჯამში, ვასკესმა სამი სეზონი ითამაშა კასტილიის შემადგენლობაში და 92 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
2014 წლის 19 აგვისტოს ლუკას ვასკესი ერთწლიანი იჯარით წავიდა „ესპანიოლში“..[4] ლა ლიგაში მისი დებიუტი 30 აგვისტოს შედგა „სევილიის“ წინააღმდეგ.[5] ამ მატჩში ლუკასი შეცვლაზე შემოვიდა. „ესპანიოლში“ საკუთარი სადებიუტო გოლი მან 5 ოქტომბერს „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა.
2015 წლის 30 ივნისს ლუკას ვასკესი მადრიდის რეალში დაბრუნდა.[6] მისი დებიუტი უკვე ძირითად გუნდში 12 სექტემბერს საკუთარი ყოფილი გუნდის, ესპანიოლის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც რეალმა 6-0 იმარჯვა.[7] სადებიუტო გოლი ლუკასმა 30 დეკემბერს სანტიაგო ბერნაბეუზე რეალ სოსიედადის წინააღმდეგ გაიტანა, როცა ქარიმ ბენზემას ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა.[8] 2015-2016 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში ვასკესმა 7 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. „ატლეტიკოსთან“ გამართულ ფინალურ მატჩში, იგი მეორე ტაიმში ჩაერთო, კვლავ ბენზემას ნაცვლად. მატჩში გამართულ პენალტების სერიაში ლუკასი პირველი იყო, რომელმაც პენალტი შეასრულა და გატანაც მოახერხა.[9]
ლუკასმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 2016 წლის უეფას სუპერთასის მატჩში სევილიას წინააღმდეგ. აღნიშნულ მატჩში სწორედ მან გაუკეთა საგოლე გადაცემა სერხიო რამოსს. სწორედ ამ გოლით მოახერხა რეალმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა.[10]. 26 ოქტომბერს ლუკას ვასკესმა რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, 2021 წლამდე.[11]
სანაკრებო
რედაქტირებალუკას ვასკესს არ უთამაშია ესპანეთის არც ერთ ახალგაზრდულ ნაკრებში. 2016 წლის 17 მაისს, როცა ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრო 2016-სთვის, ლუკასს, ისევე როგორც საულ ნიგეზსა და სერხიო რიკოს, არც ერთი მატჩი არ ჰქონდა იქამდე ნაკრებში ჩატარებული.[12] იგი საბოლოო 23 ფეხბურთელშიც მოხვდა.[13] ლუკასის დებიუტი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შედგა საქართველოს ნაკრებთნ გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ესპანეთი 0-1 დამარცხდა.[14]
ლუკასმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა ევრო 2016-ზე. იგი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 71 წუთზე ჩაერთო მატჩში, ალვარო მორატას ნაცვლად.
ტიტულები
რედაქტირება- ესპანეთის ლა ლიგა (2): 2016–17, 2019–20
- ესპანეთის სუპერთასი (2): 2017, 2020
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (3): 2015–16, 2016–17, 2017–18
- უეფა-ს სუპერთასი (2): 2016, 2017
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3): 2016, 2017, 2018
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fourteen players score for Castilla. Real Madrid C.F (27 February 2012). ციტირების თარიღი: 24 May 2013.
- ↑ Acedo, Diego. (17 August 2012) Cavenaghi toma los mandos del 'Submarino' Spanish. Marca. ციტირების თარიღი: 24 May 2013.
- ↑ El 'loco' Castilla enajena a Las Palmas Spanish. Marca (15 October 2012). ციტირების თარიღი: 20 August 2014.
- ↑ Lucas Vázquez jugarà cedit a l'Espanyol Catalan. RCD Espanyol (19 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 20 August 2014.
- ↑ El Sevilla impone su oficio ante el Espanyol es. Marca (31 August 2014). ციტირების თარიღი: 3 June 2015.
- ↑ Official announcement: Lucas Vázquez. Real Madrid C.F (2 July 2015). ციტირების თარიღი: 2 July 2015.
- ↑ Un histórico Ronaldo lidera la goleada al Espanyol Spanish. La Liga (12 September 2015). ციტირების თარიღი: 12 September 2015.
- ↑ Real Madrid 3–1 Real Sociedad. BBC Sport (30 December 2015). ციტირების თარიღი: 30 December 2015.
- ↑ Spot-on Real Madrid defeat Atlético in final again. UEFA.com (28 May 2016). ციტირების თარიღი: 29 May 2016.
- ↑ Carvajal wonder goal wins Super Cup for Madrid. UEFA.com (9 August 2016). ციტირების თარიღი: 27 October 2016.
- ↑ Official announcement: Lucas Vázquez. Real Madrid C.F (26 October 2016). ციტირების თარიღი: 26 October 2016.
- ↑ „Euro 2016: Diego Costa, Juan Mata & Fernando Torres not in Spain squad“. BBC Sport. 17 May 2016. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
- ↑ „Isco y Saúl fuera de la lista de Del Bosque para la Eurocopa 2016“ [Isco and Saúl out of Del Bosque's list for 2016 European Championship] (Spanish). El País. 31 May 2016. ციტირების თარიღი: 3 June 2016.
- ↑ „Derrota preocupante de la Roja“ [Worrying defeat for the Roja] (Spanish). Mundo Deportivo. 7 June 2016. ციტირების თარიღი: 7 June 2016.