ლუი გარელი
ლუი გარელი (ფრანგ. Louis Garrel; დ. 14 ივნისი, 1983) — ფრანგი მსახიობი და კინორეჟისორი. ის ცნობილია თავისი მთავარი როლით ფილმში: „მეოცნებენი “ (რეჟისორი: ბერნარდო ბერტოლუჩი). [1] ის რეგულარულად თამაშობდა ფრანგი რეჟისორის, კრისტოფ ონორეს, ფილმებში, კერძოდ: Ma Mère, Dans Paris, Love Songs, The Beautiful Person და Making Plans for Lena . მან მონაწილეობა მიიღო თავისი რეჟისორი მამის, ფილიპ გარელის, ფილმებში, მათ შორის: Regular Lovers, Frontier of the Dawn, A Burning Hot Summer და Jealousy.
ლუი გარელი | |
---|---|
ლუი გარელი | |
მშობლიური სახელი | Louis Garrel |
დაბადების თარიღი |
14 ივნისი, 1983 პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2002-დან დღემდე |
მეუღლე(ები) | ლეტიცია კასტა |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: ფილიპ გარელი დედა: ბრიჯიტ საი |
გარელმა ასევე ითამაშა ორ მხატვრულ ფილმში, რომლებიც მის მიერ იყო დაწერილი: Les Deux Amis, მთავარ როლებში გოლშიფტე ფარაჰანი და ვინსენტ მაკეინი; და ერთგული კაცი, მთავარ როლებში: ლეტიცია კასტა და ლილი-როუზ დეპი.
ის თამაშობს იმ პერსონაჟთა როლებს, როგორებიცაა მამაკაცი სასიყვარულო სამკუთხედის შუაგულში, ან მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურები, მაგალითად: ჟაკ დე ბაშერი Saint Laurent-ში , ჟან-ლიუკ გოდარი Le Redoutable- ში და ალფრედ დრეიფუსი ფილმში „ოფიცერი და ჯაშუში“ . მის მიერ შესრულებულმა როლებმა მრავალი ნომინაცია მიიღეს სეზარის დაჯილდოებაზე.
ის ასევე მუშაობს სხვადასხვა ქალ რეჟისორთან. მათ შორის არიან: ვალერია ბრუნი ტედესკი, ბრიჯიტ საი, მაივენი და ნიკოლ გარსია.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაგარელი დაიბადა პარიზში, საფრანგეთში. მამა რეჟისორია – ფილიპ გარელი, დედა მსახიობი – ბრიჯიტ საი, და ძმაც ასევე მსახიობი – ესთერ გარელი. მისი ბაბუა, მორის გარელი და მისი ნათლია, ჟან-პიერ ლეო, ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობები არიან. [2] [3] მისი დედის ბაბუა წარმოშობით სეფარდი ებრაელი იყო. [4] [5] [6] მან დაამთავრა პარიზის კონსერვატორია. [2]
კარიერა
რედაქტირებაგარელი ექვსი წლის იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე ფილმში: Les Baisers de secours, თორმეტი წლის შემდეგ კი Ceci est mon corps- ში.
2002 წელს გარელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მას შემდეგ, რაც შეასრულა ევა გრინის ტყუპისცალი ძმის როლი ფილმში: „მეოცნებენი“ . რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ ის პარიზში კასტინგის პირველ სესიაზე აღმოაჩინა. [7] გარელმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ფრანგულ ფილმში, მათ შორის: Les Amants réguliers (2005), რომლის რეჟისორია მისი მამა – ფილიპ გარელი. ფილმზე მუშაობისთვის მას მიენიჭა სეზარის პრემია ყველაზე პერსპექტიული მსახიობისთვის. [1] [2]
გარელმა ხუთჯერ ითანამშრომლა კინორეჟისორ კრისტოფ ონორესთან მხატვრულ ფილმებში: Ma Mère (2004) (ჟორჟ ბატაის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია); Dans Paris (2006); Love Songs (2007); The Beautiful Person (2008); Making Plans for Lena (2009); და ორი მეგობარი (2015). ის ასევე გამოჩნდა ვალერია ბრუნი ტედესკის კომედიაში (2007), Rachid Hami's Choisir d'aimer-სა (2008) და ფილიპ გარელის ფილმში – Frontier of the Dawn(2008).
2008 წელს მან დაიწყო მუშაობა თავისი მოკლემეტრაჟიან ფილმზე – Mes copains . ორი წლის შემდეგ, მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – Petit Tailleur. [8]
ის ასევე მონაწილეობდა კომედიურ დრამაში, სახელწოდებით „წარმოსახვითი სიყვარული“ (რეჟისორი –ქსავიე დოლანი ), რომელიც გამოვიდა 2010 წელს. 2011 წელს გარელმა, ვინსენტ მაკეინსა და გოლშიფტე ფარაჰანთან ერთად გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი La Règle de trois, რომელიც შემდეგ ლოკარნოს ფესტივალზე წარადგინა. [9]
2014 წელს მან ითამაშა ჟაკ დე ბაშერის როლი, რომელიც იყო კარლ ლაგერფელდისა და ივ სენ ლორანის საყვარელი, ბერტრანდ ბონელოს ფილმში Saint Laurent .
მისი სარეჟისორო, სადებიუტო ფილმი:„ორი მეგობარი“, გოლშიფტე ფარაჰანის, ვინსენტ მაკეინისა და მისივე მონაწილეობით, [10] გამოვიდა 2015 წელს.
2019 წელს გარელმა ითამაშა ფილმში – „ოფიცერი და ჯაშუში“, რომლის რეჟისორი რომან პოლანსკი იყო. ეს ფილმი დრეიფუსის საქმის გარშემო ტრიალებდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2019 წლის აგვისტოში და გამოვიდა 2019 წლის ნოემბერში. იმავე წელს მან ითამაშა ფილმში „პატარა ქალები“, რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების რომანზე.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამშობლიური ფრანგულის გარდა, გარელი ფლობს ინგლისურსა და იტალიურს.
გარელი 2007 წლიდან 2012 წლამდე ურთიერთობაში იყო ვალერია ბრუნი ტედესკისთან. ის არის კარლა ბრუნის უფროსი და. 2009 წელს ბრუნი ტედესკიმ და გარელმა იშვილეს ბავშვი სენეგალიდან, რომელსაც დაარქვეს სელინი. [11]
2017 წლის ივნისში გარელი დაქორწინდა მოდელსა და მსახიობ ლეტიცია კასტაზე და მისი სამი შვილის მამინაცვალი გახდა. წყვილი ერთად 2015 წლიდან იყო, 2021 წლის 17 მარტს კასტას შეეძინა მეოთხე შვილი, წყვილის პირველი შვილი, ვაჟი, სახელად აზელი.
2009 და 2010 წლებში გარელმა ხელი მოაწერა ორ პეტიციას კინორეჟისორ რომან პოლანსკის მხარდასაჭერად, რომელიც მოითხოვდა მის გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც პოლანსკი დააპატიმრეს შვეიცარიაში, 1977 წელს, ნარკოტიკების მოხმარებისა და 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით. [12] [13] [14] [15]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაროგორც მსახიობი
რედაქტირებაYear | Title | Role |
---|---|---|
1989 | სამაშველო კოცნა | ლუ |
2001 | ეს ჩემი სხეულია | ანტონი |
2003 | მეოცნებენი | თეო |
2004 | დედაჩემი | პიერე |
2006 | პარიზში | ჯონათანი |
2006 | ფარდის გადამწევი | ბრუნო |
2007 | სიყვარულის სიმღერები | ისმაელ ბენოლიელი |
2007 | მსახიობები | ერიკი |
2008 | აირჩიე სიყვარული | პასკალი |
2008 | ცისკრის საზღვარი | ფრანცუზი |
2008 | მშვენიერი ადამიანი | ჟაკ ნემური |
2009 | გეგმების შექმნა ლენასთვის | საიმონი |
2010 | სამეულის ქორწინება | თეო |
2010 | წარმოსახვითი სიყვარული | ბოლო სერიის სტუმარი |
2011 | საყვარელი | კლიმენტი |
2011 | მწველი მზე | ფრედერიკი |
2012 | ჭურვები | ლუი გარელი |
2013 | ციხესიმაგრე იტალიაში | ნათანი |
2013 | ეჭვიანობა | ლუი |
2014 | წმინდა ლავრენტი | ჟაკ დე ბაშერი |
2015 | ასტრაგალუსი | ჯეკი |
2015 | ქალის ჩრდილში | მთხრობელი |
2015 | ჩემი მეფე | სოლალი |
2015 | ორი მეგობარი | აბელი |
2016 | პლანეტარიუმი | ენდრიუ კორბენი |
2016 | მთვარის მიწიდან | ენდრიუ სოვაჟი |
2017 | ცრუ აღიარებები | დორანტე |
2017 | საეჭვო | ჟან-ლიუკ გოდარი |
2017 | ისმაელის მოჩვენებები | ივან დოლალუსი |
2018 | ხალხი და მათი მეფე | რობერსპიერი |
2018 | მარადისობის კარიბჭესთან | აურიერი (ხმა) |
2018 | ერთგული კაცი | აბელი |
2019 | ოფიცერი და ჯაშუში | ალფერედ დრეიფუსი |
2019 | პატარა ქალები | ფრედიკ ბიერი |
2020 | დეენემი | ფრანცუზი |
2020 | რაფკინის ფესტივალი | ფილიპი |
2021 | ჯვაროსნული ლაშქრობა | აბელი |
2021 | ჩვენი კაცი | მაქსიმი |
2022 | კომა | ექიმი ბალარდი |
2022 | სკარლეტი | ჯინი |
როგორც კინორეჟისორი
რედაქტირებაწელიწადი | სათაური |
---|---|
2008 წ | მეს კოპაინს |
2010 წელი | პატარა მკერავი |
2011 წელი | სამეულის ქორწინება |
2015 წელი | ორი მეგობარი |
2018 წელი | ერთგული კაცი |
2021 წელი | ჯვაროსნული ლაშქრობა |
2022 წელი | უდანაშაულო |
სხვა ჯილდოები
რედაქტირება- 2009: პრიზი პატრიკ დივაერი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 The Auteurs – Louis Garrel theauteurs.com
- ↑ 2.0 2.1 2.2 Internet Movie Database – Louis Garrel imdb.com
- ↑ The Auteurs – Philippe Garrel theauteurs.com
- ↑ Petit Tailleur, le coup de foudre filmé par Louis Garrel fr-FR (6 October 2010). ციტირების თარიღი: 25 March 2020
- ↑ Transmissions avec Louis et Philippe Garrel fr (25 December 2018). ციტირების თარიღი: 25 March 2020
- ↑ L'Actualité Cinéma influence Judaï. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-26. ციტირების თარიღი: 2022-06-27.
- ↑ Morales, Wilson. "The Dreamers: An Interview with Bernardo Bertolucci", Blackfilm.com. 2004. Retrieved 5 April 2010.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (21 May 2010).
- ↑ Wikiwix's cache. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-14. ციტირების თარიღი: 2022-06-27.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (3 June 2014).
- ↑ Tout oppose les deux sœur (14 October 2008).
- ↑ „Signez la pétition pour Roman Polanski !“. La Règle du jeu (ფრანგული). 10 November 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 August 2021. ციტირების თარიღი: 29 August 2021.
- ↑ Pétition des nominés à Cannes en faveur de Roman Polanski French (11 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2022. ციტირების თარიღი: 4 June 2022
- ↑ Polanski Petition: A Gesture of Solidarity and an Appeal to Swiss Justice (11 May 2010). ციტირების თარიღი: 4 June 2022
- ↑ French directors sign Polanski petition at Cannes (12 May 2010). ციტირების თარიღი: 4 June 2022