ჟორჟ ბატაი
ჟორჟ ბატაი (ფრანგ. Georges Bataille; დ. 10 სექტემბერი, 1897, ბიიომი, ოვერნი, საფრანგეთი — გ. 9 ივლისი, 1962, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ხელოვნების თეორეტიკოსი და მწერალი, რომელიც ეწეოდა სოციალური ცხოვრების ირაციონალური მხარეების შესწავლასა და ინტერპრეტაციას.
ჟორჟ ბატაი | |
---|---|
ფრანგ. Georges Bataille | |
დაბადების თარიღი | 10 სექტემბერი, 1897[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | Billom[11] |
გარდაცვალების თარიღი | 9 ივლისი, 1962[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[12] |
დასაფლავებულია | ვეზლე |
საქმიანობა | ბიბლიოთეკარი, მწერალი[9] , მხატველი და ფილოსოფოსი[9] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[13] |
ალმა-მატერი | ქარტიის ეროვნული სკოლა |
Magnum opus | Q30731296?, Q3204046?, L'Abbé C, Blue of Noon, The Accursed Share, Q30731391?, Q3203417?, Story of the Eye, Q30731389?, Q16318798?, Q30731381? და Q3210073? |
მეუღლე | Sylvia Bataille და Diane Kotchoubey de Beauharnais |
პარტნიორ(ებ)ი | Colette Peignot და Denise Rollin |
შვილ(ებ)ი | Laurence Bataille და Julie Bataille[14] |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბატაი დაიბადა მცირე პატარა პროვინციულ ქალაქ ბიიომში, სამხრეთ საფრანგეთში. მას ბავშვობაში რელიგიური განათლება არ მიუღია, 1914 წელს ბატაიმ მიიღო კათოლიციზმი და მოძღვარი გახდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობდა სემინარიაში, მაგრამ არ დაუმთავრებია იგი. მოგვიანებით ბატაი იმედგაცრუებული დარჩა რელიგიით და 1920-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული თავს ათეისტად მიიჩნევდა.
1918 წელს ბატაი ჩაირიცხა ქარტიის ეროვნულ სკოლაში (ENC), სადაც მან უმაღლესი განათლება მიიღო. 1922 წელს მუშაობა დაიწყო საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მრავალი წელი გაატარა. 20-იან წლებში მჭიდრო კავშირში იყო ლევ შესტოვთან. შემდეგ იგი ბორის სუვარინის დემოკრატიულ-კომუნისტურ წრეს შეუერთდა.
1931 წლიდან მონაწილეობას იღებდა ალექსანდრ კოირეს რელიგიის ისტორიის სემინარებში უმაღლეს კვლევით სკოლაში. 30-იან წლებში ალექსანდრე კოჟევის სემინარების აქტიური მონაწილე იყო, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ პიროვნებებთან, როგორებიც იყვნენ რაიმონ არონი, ანდრე ბრეტონი, მორის მერლო-პონტი და სხვები. 1935 წელს მონაწილეობა მიიღო ჟაკ ლაკანის მიერ ორგანიზებულ ფსიქოანალიტიკური კვლევითი ჯგუფის მუშაობაში.
ბატაი იყო მოძრაობა „კონტრშეტევის“ ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც 1936 წელს დაიშალა. თავის დროზე მან გააერთიანა სხვადასხვა შემოქმედებითი ორიენტაციის მქონე მემარცხენე ინტელექტუალები. ამ პერიოდში ბატაი დაადანაშაულეს პროფაშისტურ განწყობებში.
1937 წელს ბატაიმ დააარსა საიდუმლო საზოგადოება „აცეფალი“. ერთი წლით ადრე დაიწყო ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემა. საზოგადოების სიმბოლოდ თავმოკვეთილი ადამიანი იქცა. ნიცშეს ფილოსოფიის გავლენით საზოგადოებამ ასევე გამოაქვეყნა კვლევა მისტიკური პერსონაჟების შესახებ — და, როგორც ჩანს, ეს არის ის, რასაც ჟაკ დერიდამ უწოდა „ანტისუვერენიტეტი“. ბატაი თანამშრომლობდა ანდრე მასონთან, პიერ კლოსოვსკისთან, როჟე კაიუასთან და ჟან ვალემთან.[16]
1937 წელს ბატაი როჟე კაიუასთან და მიშელ ლეირისთან ერთად, სოციოლოგიური კოლეჯის (ფრანგ. Le Collège de Sociologie) ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა, რომლის ერთ-ერთი ამოცანა იყო „საკრალურის“ სოციოლოგიის შემუშავება, რომელიც სოციალური ცხოვრების ირაციონალური ფაქტების შესწავლით იქნებოდა დაკავებული.
ოჯახი
რედაქტირებაბატაი პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ სილვია მაკლესთან 1928 წლიდან. დაშორების შემდეგ, 1934 წელს, სილვია დაუახლოვდა ჟაკ ლაკანს. განქორწინება ბატაისთან მხოლოდ 1946 წელს გააფორმა. ის ლაკანზე დაქორწინდა 1953 წელს. ბატაის ასევე ჰქონდა ურთიერთობა კოლეტ პენიოსთან, რომელიც გარდაიცვალა 1938 წელს.
1946 წელს იქორწინა თავადის ასულ დიანა კოჩუბეიზე. მათ 1948 წლის 1 დეკემბერს ქალიშვილი ჯული შეეძინათ. დიანა დარია ბოჰარნეს შვილიშვილი იყო, დედის მხრიდან ლეიხტენბერგის ჰერცოგ ევგენის შვილთაშვილი.
ძირითადი იდეები
რედაქტირებაბაზისური მატერიალიზმი
რედაქტირებაბატაიმ თავის „ბაზისური მატერიალიზმს“ 1920-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში ავითარებდა. ბატაი ამას ხატავდა როგორც მცდელობას გაეწყვიტა მატერიალიზმის დომინანტ ტიპთან. ის მხარს უჭერდა აქტიური ბაზისური საკითხის კონცეფციას, რომელიც ანადგურებს მაღალ და დაბალ ოპოზიციებს და ყველა საფუძვლის დესტაბილიზაციას ახდენს. გარკვეული თვალსაზრისით, ეს კონცეფცია ჰგავს სპინოზას სუბსტანციის ნეიტრალურ მონიზმს, რომელიც დუალურად მოიცავს ცნობიერების სუბსტანციასა და მატერიებს, რომელზეც დეკარტი ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ ის ასევე ეწინააღმდეგება მკაცრ განმარტებას და ურჩევნია პირადი გამოცდილება ზოგად რაციონალიზაციას. ბაზისური მატერიალიზმი იყო ბატაის მთავარი იარაღი დერიდას დეკონსტრუქციების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ორივე მათგანი იზიარებდა მცდელობას ფილოსოფიური წინააღმდეგობების დესტაბილიზაციისა „მესამე დროებითი პირის“ მეშვეობით.
სიმულაკრი (ადრეული მნიშვნელობით)
რედაქტირებაეს ტერმინი შემოიღო ბატაიმ, შემდგომში ინტერპრეტირებული იყო კლოვოსკის, კოჟევის მიერ. დაბოლოს, ბოდრიარმა მას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და ამ თვალსაზრისით ახლა ყველაზე ხშირად ტერმინი სიმულაკრუმი ბოდრიარის ინტერპრეტაციით გამოიყენება.
ბატაის შემოქმედება
რედაქტირებამისი ინტერესის საგნები ძალიან მრავალფეროვანია: მისტიკა, ეკონომიკა, პოეზია, ფილოსოფია, ხელოვნება, ეროსის პრობლემები. იგი ზოგჯერ აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს ფსევდონიმებით, ხოლო ზოგიერთი მისი პუბლიკაცია აკრძალული იყო. თანამედროვეები მას ყველაზე ხშირად უგულებელყოფდნენ: კერძოდ, ჟან-პოლ სარტრს ის სძულდა როგორც მისტიკის დამცველი. ამასთან, სიკვდილის შემდეგ მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მიშელ ფუკოზე, ფილიპ სოლერსაზე, ჟაკ დერიდაზე და სხვებზე. მისი გავლენა იგრძნობა ბოდრიარის შემოქმედებაზეც, ისევე როგორც ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიტიკურ თეორიებში.
1935 წელს ბატაი დაინტერესდა სურეალიზმით, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნით: მის დამფუძნებელთან, ანდრე ბრეტონთან ერთად, ისინი თანდათან ჩამოშრდნენ ამ მიმდინარეობას, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბატაიმ და სიურეალისტებმა განაახლეს მეგობრული ურთიერთობა. პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის, ის საფრანგეთში ძალიან გავლენიანი სოციოლოგიის კოლეჯის წევრი იყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ჰეგელის, ფროიდის, მარქსის, მარსელ მოსის, მარკიზ დე სადის, ალექსანდრე კოჟევისა და ფრიდრიხ ნიცშეს თხზულებების შესწავლამ.
მხატვრული ლიტერატურა
რედაქტირება- Histoire de l'œil (1928)
- მადამ ედვარდა (პირველი ნაწილი რომანისა "Divinus Deus") / Madame Edwarda (1941)
- L'Abbé C. (1950)
- Le Bleu du ciel (1957)
- L'Impossible (1962)
- Ma mère (რომანის "Divinus Deus" მეორე ნაწილი, 1966)
- Julie (1971)
- Divinus Deus (1970 - 1988)
ფილოსოფიური შრომები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Ариас М. А. БАТАЙ // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 97.
- Танатография Эроса: Жорж Батай и французская мысль середины XX века [: Сб. статей А. Бретона, Ж. П. Сартра, Г. Марселя, М. Бланшо, Р. Барта и др., а также избр. работы самого Ж. Батая]. — СПб.: Мифрил, 1994. — 346 с. — ISBN 5-86457-008-7
- Тимофеева О. Текст как воплощение плоти: к морфологии опыта Ж. Батая // Новое литературное обозрение. — 2005. — № 71.
- Тимофеева О. Введение в эротическую философию Жоржа Батая. — М.: Новое литературное обозрение, 2009. — 200 с. — ISBN 978-5-86793-705-8
- Шутов А. Ю. Говорить о том, чего нет: тематизация «отсутствия Бога» во «внутреннем опыте» Батая // Онтология негативности: Сборник научных работ. М., 2015. С.244-254. ISBN 978-5-88373-412-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჟორჟ ბატაი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 RKDartists
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 BD Gest'
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118507109 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Le Monde / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1944. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ Museum of Modern Art online collection
- ↑ Lundy D. R. The Peerage
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 Collinson D. Biographical Dictionary of Twentieth-Century Philosophers — 1996. — ISBN 978-0-415-06043-1
- ↑ Georges Bataille, My Mother, Madame Edwarda, The Dead Man, trans. A. Wainhouse, London, 1989, p. 218 as quoted in Michael Weston, Philosophy, Literature and the Human Good, Routledge, p. 19