ალექსანდრე ლომაია

(გადამისამართდა გვერდიდან ლომაია, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომაია.

ალექსანდრე (კახა) ლომაია (დ. 27 ივლისი, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2004–2007 წლებში.[1]

ალექსანდრე ლომაია
ალექსანდრე ლომაია
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2009 – 27 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკოლოზ გილაური
ვანო მერაბიშვილი
წინამორბედიირაკლი ალასანია
მემკვიდრეკახა იმნაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ნოემბერი, 2007 – 5 დეკემბერი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრილადო გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
წინამორბედიკონსტანტინე კემულარია
მემკვიდრეეკა ტყეშელაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 19 ნოემბერი, 2007
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიალექსანდრე კარტოზია
მემკვიდრემაია მიმინოშვილი

დაბადებული27 ივლისი, 1963 (1963-07-27) (61 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით, ხოლო 1992 წელს — მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა.[2] არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.[3] 1985–1987 წლებში მუშაობდა „თბილჰიდროპროექტის“ ინსტიტუტში ინჟინრად; 1989-1992 წლებში იყო მოსკოვის ქართული სათვისტომოს დარბაზის წევრი. 1991 წელს მოსკოვში დაინიშნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ, შემდეგ წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად. 1995–2000 წლებში მუშაობდა ევრაზიის ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორად, ხოლო 2000-2002 წლებში ამავე ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორად.

2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო ორგანიზაციის „დიმოკრასი ქოალიშნის“ რეგიონული დირექტორი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში;

2003-2004 წლებში — ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. 2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, ხოლო 2007 წლის 19 ნოემბერს — ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2009 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 27 ოქტომბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიან წარმომადგენელი.[4][5]

როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ალექსანდრე ლომაიამ 50-ზე მეტ სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

2011 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. როგორ შეებრძოლება ახალი მინისტრი პრობლემებს?. „ამერიკის ხმა“ (9 ივნისი, 2016). ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2019.
  2. ინტერვიუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე (კახა) ლომაიასთან. Aaf.ge. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2019.
  3. Кабинет Министров, или «фан-клуб» Михаила Саакашвили…. Новый регион (2008-01-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2012-12-11.
  4. New Georgian UN envoy presents credentials to secretary general. Ria Novosti (2009-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2011.
  5. Aleksandre Lomaia Resigns. Georgianjournal.ge (27 ოტომბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2019.
  6. „საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა“. www.saakashviliarchive.info. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)