ალექსანდრე კარტოზია
ალექსანდრე (ალიკო) კარტოზია (დ. 8 იანვარი, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ფილოლოგი, მეცნიერი.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1981–1982 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მთარგმნელი; 1985–1988 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 1985–1988 ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1997–1998 წლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; 1998–2004 საქართველოს განათლების მინისტრი. 2004 წლიდან ცხოვრობს ბერლინში, გერმანია. არის ოდერის ფრანფურტის იადრანის უნივერსიტეტის სოციალური ლინგვისტიკის კათედრის ლექტორი. ბერლინში თანამრომლობს ლიტერატურულ სახლებთან და ატარებს სემინარებს თარგმანის თეორიაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამა I ეტაპი-სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები : სახელმძღვ. მასწავლებლებისათვის : საქ. განათლ. სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა : განათლების მუშაკთა პროფ. განვითარება (წინასიტყ. ავტორი). - თბილისი, 2003. - 138გვ.
- გერმანული ენა უფროსკლასელთათვის = Deutsch für Fortgeschrittene. Lehrbuch zweite erweiterte Auflage : სახელმძღვანელო (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 396გვ.