ლგბტ უფლებები აზერბაიჯანში
ლგბტ უფლებები აზერბაიჯანში — ჰომოსექსუალობა აზერბაიჯანში 2000 წელს გახდა ლეგალური[1], თუმცა ქვეყანაში არ მოქმედებს არავითარი კანონი, რომელიც ლგბტ პირებს დაიცავს დიკრიმინაციისაგან.
2015 წლის შემდეგ, აზერბაიჯანს ევროპის 49 ქვეყნიდან 49-ე ადგილი უკავია ლგბტ უფლებების დაცვის კუთხით[2]. 2017 წლის სექტემბერში ბაქოში ლგბტ თემის 100 წევრი დააპატიმრეს, ამის მიზეზად კი პროსტიტუციასთან ბრძოლა დაასახელეს. აქტივისტების განცხადებით დაკავებულ პირებზე მიმდინარეობდა შანტაჟი, მუქარა, იძულებითი ფსიქიატრიული დახმარება და ფიზიკური ძალადობაც კი[3][4].
აზერბაიჯანი გამოირჩევა ლგბტ ადამიანებისადმი ძალადობის, შევიწროვებისა და დისკრიმინაციის მაღალი მაჩვენებლით[5].
ისტორია
რედაქტირება1918 წელს, რუსეთის იმპერიისაგან გამოყოფის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ჰომოსექსუალობის საწინააღმდეგო კანონები არ ჰქონია. როდესაც 1920 წელს აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, ამოქმედდა საბჭოური ანტიჰომოსექსუალური კანონები, რომლის მიხედვითაც ორ მამაკაცს შორის სექსუალური კავშირი რომელიც შეიცავდა პენეტრაციას იყო კრიმინალიზებული. მიუხედავად იმისა, რომ თავად ვლადიმირ ლენინმა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა (რამეთუ მან გააუქმა მეფის რუსეთის სამართალი, რომელიც ჰომოსექსუალობას, როგორც სოდომურ ცოდვას, გმობდა), ანტიგეი კანონები ძალაში 1923 წლიდან შევიდა[6]. აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი ორ მამაკაცს შორის ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯებოდა, ხოლო რვა წლამდე თუ ეს ერთ-ერთის მხრიდან ძალადობას ან მუქარას შეიცავდა[7][8].
1991 წელს აზერბაიჯანი კვლავ დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ ანტიგეი კანონი შენარჩუნდა, როგორც სოდომურ ცოდვასთან საბრძოლი მექანიზმი, ოღონდ 2000 წლის 28 მაისამდე, როდესაც ეროვნული ასამბლეის ოფიციალურმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რომ დამტკიცდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ბრძანებულებით ჰომოსექსუალობა ლეგალიზებული იყო[9]. კანონი ძალაში იმავე წლის 1 სექტემბერს ოფიციალურად შევიდა ძალაში, რაც აუცილებელი პირობა იყო 2001 წლის 25 იანვარს აზერბაიჯანის ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად[10].
სექსუალური ცხოვრების დაწყებისათვის მინიმალური ასაკი ერთია როგორც ჰომოსექსუალი, ისე ჰეტეროსექსუალი პირებისათვის და იგი 16 წელს წარმოადგენს[11].
მიუხედავად ლეგალიზებისა, ქვეყანაში დისკრიმინაციის მხრივ არაფერი შეცვლილა, რაც დიდ უთანხმოებას იწვევს აზერბაიჯანსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის. კრიტიკოსები ამბობენ, რომ აზერბაიჯანს ლგბტ ადამიანების ასეთი დისკრიმინაციის გამო არ უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებებში[12].
ერთსქესიანი ურთიერთობების ცნობა
რედაქტირებააზერბაიჯანის ხელისუფლება ერთსქესიან წყვილებს ოფიციალურად არ სცნობს[12], შესაბამისად, ქვეყანაში არც მათი სამოქალაქო გაერთიანება და ქორწინებაა ნებადართული[13], ამასთან, ერთსქესიან წყვილებს არც შვილის აყვანისა და სუროგაციის უფლება აქვთ[12].
გენდერული იდენტობა და თვითგამოხატვა
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკას არ გააჩნია კანონი, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერ ადამიანებს შეეძლებათ კანონიერად შეიცვალონ სქესი ოფიციალურ დოკუმენტებში. თუმცა, კანონმდებლობით ტრანსგენდერებს შეუძლიათ შეიცვალონ სახელი ისე, რომ ეს ემთხვეოდეს მათ გენდერულ იდენტობას[13].
სისხლის დონაცია
რედაქტირებაოფიციალური კანონმდებლობა მსმ პირებს არ უკრძალავთ სისხლის დონაციას. აზერბაიჯანული კანონის თანახმად, სისხლის დონაცია შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, გარდა აივ/შიდსით ინფექცირებული პირებისა[13].
საცხოვრებელი პირობები
რედაქტირებაისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აზერბაიჯანშიც მძიმე ვითარებაა არსებული ჰომოფობიის კუთხით. უმეტესად ეს გამოწვეულია საზოგადოებაში ამ თემაზე ინფორმაციის არ არსებობით. აზერბაიჯანულ საზოგადოებაში თითქმის არ არსებობს ინფორმაცია ჰომოსექსუალობის ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე, რის შედეგადაც მათმა უმრავლესობამ არ იცის რეალურად რა არის ჰომოსექსუალობა და აქვთ აგრესია[14].
ამის გამო აზერბაიჯანში ღიად გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანი ძალიან იშვიათია, რამეთუ მათ ეშინიათ იმ შედეგების, რომელთაც ამ ყველაფრის ღიად თქმა მოიტანს. ამის გამო ბევრი ორმაგ ცხოვრებას ეწევა, ბევრსაც კი ძალიან რცხვენია ორიენტაციის გამო. მათ, ვინც ფინანსურად დამოუკიდებელია და ბაქოში ცხოვრობს, შეუძლიათ შედარებით უსაფრთხოდ იცხოვრონ, როგორც ლგბტ თემის წევრებმა, ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი არ ეწევიან „თავიანთი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“. აქვე არსებობს მცირე ლგბტ მოძრაობები, აზერბაიჯანში სულ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს მხარს ლგბტ უფლებებსა და მათ დაცვას[15].
მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულ მამაკაცებს შორის სექსუალური აქტი აზერბაიჯანში ლეგალურია, თავად სამართალდამცავებიც ერთობ ხშირად ძალადობენ გეი და ბისექსუალ მამაკაცებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დაზარალებულთა მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა, ბევრი მაინც ამჯობინებს ჩუმად დარჩენას, პოლიციის მხრიდან შურისძიების შიშით. 2019 წელს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააგზავნა უფლებათადამცველები, რათა გამოეკვლიათ 2017 წელს მიმდინარე რეიდები, რომელთა დროსაც პოლიციამ 80-ზე მეტი ლგბტ ადამიანი დააკავა, მათი ნაწილი კი აწამეს და შეურაცხჰყვეს[16].
2019 წლის აპრილში ბაქოელმა 14 წლის გოგონამ ელინა ჰაჯიევამ თვითმკვლელობა სცადა მის სკოლაში არსებული ჰომოფობური გარემოს გამო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას დედამ ბულინგის შესახებ სკოლის დირექტორს, სევინჯ აბასოვას შეატყობინა, არც მან და არც მასწავლებლებმა არაფერი მოიმოქმედეს. თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ სკოლის დირექტორმა ელინა ჰაჯიევა რამდენიმე საათით თავის კაბინეტში შეიყვანა მარტო და ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ თვითმკვლელობის მცდელობა რთული ოჯახური პირობებისათვის დაებრალებინა და არა სკოლისათვის. ამასთან, მან არ გამოიძახა გოგონასათვის სასწრაფო დახმარება და ამის ნება არც სხვებს მისცა[17]. ჰაჯიევა ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რის გამოც სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე და სკოლის ფსიქოლოგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მხოლოდ მთავარი დამნაშავე იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რომელიც გოგონას აბულინგებდა[18]. სასამართლოს დადგენილებით მას დაევალა 18,500 აზერბაიჯანული მანათის გადაცემა ელინას მშობლებისათვის, კომპენსაციის სახით[19].
ამ შემთხვევამ დიდი სკანდალი გამოიწვია, რასაც მოჰყვა სოციალური მედიის მხრიდან მასშტაბური კამპანია ბულინგის წინააღმდეგ. 2011 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა ნიგარ ჯამალმა თავის ინსტაგრამ გვერდზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი მიძღვნილი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბულინგის წინააღმდეგ მოქმედებას სთხოვდა. აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ 13 მაისს დაიწყო ანტი-ბულინგის კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა „ჯანსაღი გარემოს შექმნას საგანმანათლებლო დაწესებულებებში“. ასევე შეიქმნა ცხელი ხაზიც.
2019 წლის მაისში კი აზერბაიჯანის ავიახაზებმა სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ადამიანის პირადი ინფორმაციის გავრცელებისათვის[20]. 2019 წლის ივნისში მარდაყანში 15-კაციანმა ჯგუფმა სასტიკად სცემა 5 ტრანსგენდერ ქალს. პოლიციამ მხოლოდ ოთხი თავდამსხმელი დააპატიმრა[21]. იმავე წლის ოქტომბერში კი სოფელ იოლჩუბაილში ახალგაზრდა გეი მამაკაცი სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და გააძევეს სოფლიდან მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. მან ძალადობის შესახებ პოლიციას ამაოდ შეატყობინა, ინტერნეტ სივრცეში კი მისი გაუპატიურების ამსახველი ფოტოები გავრცელდა[22].
ფილმი და ლიტერატურა
რედაქტირება2009 წელს ალი აქბარმა გამოსცა ერთობ სკანდალური წიგნი, სახელად „ართუში და ზაური“, რომელიც სომეხი და აზერბაიჯანელი გეი მამაკაცების სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს. აქბარის განცხადებით, იყო სომეხი და იყო გეი, არის ორი ყველაზე ტაბუდადებული თემები აზერბაიჯანულ საზოგადოებაში, ეს წიგნი კი მათ სააშკარაოზე გამოსატანად დაწერა[23].
2014 წელს კი აზერბაიჯანელმა მწერალმა ორქან ბაჰადირსოიმ გამოაქცეყნა ნოველა ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიყვარულის შესახებ, სახელად „შენი სიყვარული ცოდვაა“[24].
სამად ისმაილოვმა, ლგბტ აქტივისტმა და ჟურნალ „უმცირესობის“ დამფუძნებელმა, გადაიღო დოკუმენტური ფილმი აზერბაიჯანელ ტრანსგენდერ მამაკაცზე, სახელად სებასტიანზე. ფილმში ყურადღება გამახვილებულია სებასტიანის გამოწვევებზე, შიშებსა და მომავალ ოცნებებზე. თავად ფილმი ოჰაიოში, აშშ-შია გადაღებული. ფილმის დებიუტი 2017 წლის 25 ნოემბერს შედგა ბაქოში, ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით. ფილმის პრემიერას 80-მდე ადამიანი დაესწრო[25].
იზა შაჰმარლის სუიციდი
რედაქტირება2014 წლის იანვარში AZAD LGBT-ს დამფუძნებელმა იზა შაჰმარლიმ თავი მოიკლა. მან თავი ცისარტყელის დროშით ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობისას იზა უმუშევარი იყო, ბევრი ვალი ჰქონდა და ოჯახისაგან იყო გარიყული, რომელიც მას „ავადმყოფად“ მიიჩნევდა[26]. თვითმკვლელობამდე შაჰმარლიმ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ სუიციდში საზოგადოებას ადანაშაულებდა. მისი ცხედარი მალევე აღმოაჩინეს მეგობრებმა[27].
შაჰმარლის გარდაცვალებამ განსაკუთრებით გაამძაფრა აზერბაიჯანში ლგბტ აქტივიზმი. მისი გარდაცვალების დღე აღინიშნება, როგორც ლგბტ სიამაყის დღე და 2015 წელს მას პატივიც მიაგეს რამდენიმე ვიდეოს სახით[28].
შემაჯამებელი დაფა
რედაქტირებაერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (2000 წლიდან) |
სექსუალური ცხოვრების დასაწყისი ასაკი (16) | (2000 წლიდან) |
ანტიდისკრიმინაციული კანონები დასაქმების დროს | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება | (ტრანსგენდერ პირებს ოფიციალურად
შეუძლიათ შეიცვალონ მათი სახელი, თუმცა არა გენდერი) |
მესამე გენდერი | |
IVB-ზე დაშვება ლესბოსელი წყვილებისთვის | |
კომერციული სუროგატი გეი მამაკაცი წყვილებისთვის | |
მსმ- ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Homophobia A world survey of laws prohibiting same sex activity between consenting adults დაარქივებული 2013-07-17 საიტზე Wayback Machine. Archived 27 June 2013 at the Wayback Machine
- ↑ "Rainbow Europe - Azerbaijan" დაარქივებული 2017-01-05 საიტზე Wayback Machine. . ILGA. Archived from the original on 5 January 2017. Retrieved 29 December 2017.
- ↑ "Mass Arrests and Abuse of LGBT People in Azerbaijan". 22 September 2017. Archived from the original on 25 March 2018. Retrieved 29 December 2017.
- ↑ "Azerbaijan: Anti-Gay Crackdown". Human Rights Watch. 3 October 2017. Retrieved 4 July 2021.
- ↑ "MP'S CALLS FOR HATE WILL RESULT IN AN INCREASE OF HATE CRIMES IN AZERBAIJAN" დაარქივებული 2018-05-13 საიტზე Wayback Machine. . Archived from the original on 13 May 2018. Retrieved 12 May 2018.
- ↑ Healey, Dan. "Masculine purity and 'Gentlemen's Mischief': Sexual Exchange and Prostitution between Russian Men, 1861–1941". Slavic Review. Vol. 60, No. 2 (Summer, 2001), p. 258.
- ↑ United Nations High Commissioner for Refugees. "Azerbaijan: Information on the Treatment of Homosexuals". Unhcr.org. Archived from the original on 9 October 2012. Retrieved 20 January 2011.
- ↑ Russian S.F.S.R. (1966). Harold Joseph Berman (ed.). Soviet criminal law and procedure: the RSFSR codes (University of California original). Harvard University Press. p. 196. Archived from the original on 4 February 2021. Retrieved 29 November 2020.
- ↑ Spartacus International Gay Guide, p. 1216. Bruno Gmunder Verlag, 2007.
- ↑ "Council of Europe". Archived from the original on 22 October 2014. Retrieved 7 May 2013.
- ↑ "LGBT Rights in Azerbaijan | Equaldex". www.equaldex.com. Archived from the original on 5 June 2017. Retrieved 15 May 2017.
- ↑ 12.0 12.1 12.2 "Euro 2020: Uefa bans rainbow ads at two quarter-finals". BBC News. 2 July 2021. Retrieved 4 July 2021.
- ↑ 13.0 13.1 13.2 "Study on Homophobia, Transphobia and Discrimination on Grounds of Sexual Orientation and Gender Identity" (PDF). Archived (PDF) from the original on 12 June 2018. Retrieved 12 May 2018.
- ↑ "DISCRIMINATION AND VIOLENCE AGAINST LESBIANS, BISEXUAL WOMEN AND TRANSGENDER PEOPLE IN AZERBAIJAN REPUBLIC" (PDF). Archived (PDF) from the original on 12 May 2018. Retrieved 12 May 2018.
- ↑ Dennis van der Veur, Forced Out;LGBT people in Azerbaijan, report for ILGA, 2007
- ↑ "A. Azerbaijan and 24 other applications". hudoc.echr.coe.int. 26 February 2019. Archived from the original on 27 November 2018. Retrieved 18 March 2020.
- ↑ "Elina Hajiyeva's Mother Calls on Court to Sentence Sevinj Abbasova to Heavy Punishment". Turan Information Agency. 18 October 2019. Retrieved 9 April 2021.
- ↑ Medzhid, Faik (25 October 2019). "Family of schoolgirl who perished in Baku find sentence to teacher too soft". Caucasian Knot. Retrieved 9 April 2021.
- ↑ "Baku school principal convicted in death of student – but isn't going to prison". Jam News. 25 October 2019. Retrieved 9 April 2021.
- ↑ "An official statement from AZAL regarding the dissemination of a transgender individual document" დაარქივებული 2020-07-22 საიტზე Wayback Machine. . minorityaze.org. 27 May 2019. Archived from the original on 22 July 2020. Retrieved 18 March 2020.
- ↑ "Attack on transgender people in Mardakan" დაარქივებული 2021-02-04 საიტზე Wayback Machine. . minorityaze.org. 1 July 2019. Archived from the original on 4 February 2021. Retrieved 18 March 2020.
- ↑ "Молодого гея из Сабирабада изнасиловали, а после изгнали из села". baku.ws (in Russian). Archived from the original on 4 February 2021. Retrieved 18 March 2020.
- ↑ "Armenian Gays Face Long Walk to Freedom". Archived from the original on 10 October 2012.
- ↑ "Gənc yazardan homoseksuallara dəstək". Archived from the original on 10 March 2016. Retrieved 19 November 2015.
- ↑ "SEBASTIAN | Samad Ismayilov" დაარქივებული 2018-05-12 საიტზე Wayback Machine. . samadismailzadeh. Archived from the original on 12 May 2018. Retrieved 12 May 2018.
- ↑ "Isa Shakhmarli, Azeri Gay Rights Activist, Allegedly Commits Suicide with a Rainbow Flag". The Huffington Post. Archived from the original on 24 September 2015. Retrieved 23 August 2015.
- ↑ "LGBT Leader Dies from Apparent Suicide, Hanging Himself with Rainbow Flag". The New Civil Rights Movement. Archived from the original on 2 April 2015. Retrieved 23 August 2015.
- ↑ "Declaration of Nefes LGBT Azerbaijan – 22nd January date as 'LGBT Pride Day in Azerbaijan'" დაარქივებული 2015-07-03 საიტზე Wayback Machine. . IGLHRC: International Gay and Lesbian Human Rights Commission. Archived from the original on 3 July 2015. Retrieved 23 August 2015.