ტრანსგენდერი
ტრანსგენდერი — ქოლგა ტერმინი ადამიანებისათვის, ვისი გენდერული იდენტობა ან/და გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება დაბადებისას მათთვის მინიჭებული სქესისგან. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგ კატეგორიებით: ტრანსსექსუალი, ქროს-დრესერი და სხვა გენდერულად ცვალებადი ადამიანები. ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას შეიძლება ახდენდნენ ტრანსგენდერ ქალებად (Male to Female (MtF) — ბიოლოგიური კაცი, რომელიც ტრანზიციას განიცდის, როგორც ქალი) და ტრანსგენდერ კაცებად (Female to Male (FtM) — ბიოლოგიური ქალი, რომელსაც ტრანზიციას გადის, როგორც კაცი). ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს საკუთარი სხეული ჰორმონულად ან/და ქირურგიული გზით. ტრანსგენდერი ადამიანები შეიძლება იყვნენ ჰეტეროსექსუალები, ლესბოსელები, გეები ან ბისექსუალები. მაგალითად, კაცი, რომელიც მამრობითი გენდერიდან ქალურ გენდერზე ტრანზიციას გადის და ქალები იზიდავს, შეიძლება იდენტიფიცირდეს, როგორც ლესბოსელი ქალი. ტრანსგენდერი ადამიანი თავის ფსიქოლოგიური სქესს მყარ შეუსაბამობაში აღიქვამს მის გენეტიკურ და გონადურ სქესთან. საკუთარი სხეულისა და სასქესო ორგანოების აგებულება ტრანსგენდერის მიერ აღიქმება, როგორც არასწორი, არაბუნებრივი და თან ახლავს ნებისმიერი გზით სქესის შეცვლისადმი სწრაფვა. ტრანსგენდერობის სიხშირე არის საშუალოდ 1: 100-200 ათას ადამიანზე.
ტერმინის წარმოშობა
რედაქტირებაკოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა ჯონ ოლივენმა მისი ნაშრომის: „სექსუალური ჰიგიენა და პათოლოგია“ 1965 წლის მეორე გამოცემაში გამოიყენა ლექსიკური ნაერთი ტრანსი + გენდერი ტრანსექსუალიზმის სექციაში სახელწოდებით „ძირითადი ტრანსვესტიზმი“, სადაც აღნიშნავდა, რომ ტერმინი „ტრანსგენდერიზმი“ თავადვე განმარტავს საკუთარ მნიშვნელობას, რადგან ძირითად ტრანსვესტიზმში სექსუალობა მთავარი ფაქტორი არაა. ერთ-ერთმა პირველა ქროსდრესერმა ვირჯინია ჩარლს პრინცმა,სიტყვათა შერწყმა გამოიყენა მისივე გამოცემულ ჟურნალში. 1970-იანების შუაში, ორივე ტერმინი ტრანს-გენდერი და ტრანსი ამოიყენებოდა, როგორც ქოლგა ტერმინები.’ტრანსგენდერისტი’ გამოიყენებოდა ისეთი ადამიანების ასაღწერად, რომელთაც უნდოდათ ცხოვრება, როგორც ქროს-გენდერებს სქესის შესაცვლელი ოპერაციის გარეშე. 1976 წლისთვის, ტრანსგენდერისტი შემოკლდა აბრევიატურით „ტგ“ (TG) სასწავლო მასალებში. 1985 წელს, რიჩარდ ელკინსმა ულსტერის უნივერსიტეტში დააარსა „ტრანს-გენდერული არქივი“. 1992 წლისათვის, საერთაშორისო კონფერენციამ ტრანსგენდერების კანონმდებლობისა და დასაქმების პოლიტიკის შესახებ, „ტრანსგენდერი“ განსაზღვრა, როგორც ექსპანსიური ქოლგა ტერმინი , რომელიც მოიცავს „ტრანსსექსუალებს,ტრანსგენდერისტებს, ქროს-დრესერებს“.
ტრანსგენდერული იდენტობები
რედაქტირებაადამიანები ხშირად საკუთარი თავის თვით-იდენთიფიცირებას ახდენენ ტრანსგენდერად, თუმცა ტრანსგენდერული ქოლგა ხანდახან საერთო კატეგორიებსაც მოიცავს, რაც მოიცავს ტრანსსექსუალებს, ტრანსვესტიტებს ან ქროს-დრესერებს, ქუიარებს, ანდროგენებს და ბიგენდერებს. როგორც წესი, ჩამონათვ ალში არ შედიან ტრანსვესტიტი ფეტიშისტები (რადაგან ეს გენდერული იდენტობის ნაცვლად პარაფილიად არის მიჩნეული ) , და ასევე დრაგ-ქინგები და დრაგ-ქუინები, რომლებიც გართობის მიზნით მიმართავენ ქროს-დრესინგს.
ტრანსსექსუალი არის მოძველებული ტერმინი, რომელიც სამედიცინო და ფსიქოლოგიურ წრეებში აღმოცენდა. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ტრანსსექსუალი ადამიანი სწორედ ამ სიტყვას იყენებს საკუთარი თავის აღსაწერად, ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს ურჩევნია ”ტრანსგენდერი” უწოდონ და არა ”ტრანსსექსუალი”. სიტყვა ”ტრანსგენდერისგან” განსხვავებით, ”ტრანსსექსუალი” არ არის ქოლგა ტერმინი, რადგან ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ტრანსსექსუალთან არ აკეთებს.
მიზეზები
რედაქტირებატრანსგენდერობის მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს სხვადასხვა დარღვევები ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში, რაც შესაძლოა იყოს ფეხმძიმობისას ნერვული სტრესების, ზოგიერთი წამლის მიღების, ნაყოფის არასაკმარისი კვების და ა.შ. შედეგი. ასეთი დარღვევების გამოხატულება მერყეობს ფართო საზღვრებში, რითაც აიხსნება ტრანსგენდერის კლინიკური ვარიანტების მრავალფეროვნება. ბირთვული (გამოხატული) ტრანსგენდერობის დროს, სქესობრივი აღზრდა პრაქტიკულად გავლენას ვერ ახდენს სქესობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, თუმცა უკიდურესი (არამკვეთრი) გამოხატულებების, კორექციის შემთხვევაში ის დადებითად მოქმედებს. ტრანსგენდერისათვის დამახასიათებელია ქცევის ისეთი ფორმები, რაც დაკავშირებულია საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობის განცდასთან. ასე მაგალითად, ბავშვები ითხოვენ, რომ მათ დაუძახონ საწინააღმდეგო სქესის სახელი და ჩააცვან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელი, ბიჭები სიამოვნებით თამაშობენ თოჯინებით სხვა გოგონებთან, გოგონები ჩხუბობენ ბიჭებთან, თამაშობენ ფეხბურთს და სხვა ბიჭურ თამაშებს. მშობლების მცდელობები, ჭკუის დარიგებით ან დასჯის საშუალებით შეცვალონ ბავშვი-ტრანსგენდერის ქცევა, როგორც წესი, წარუმატებელია. ისინი დაჟინებით ითხოვენ გარშემო მყოფთაგან მათ აღიარებას იმ სქესში, რომელსაც თავიანთ თავს მიაკუთვნებენ. საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობისაკენ სწრაფვა განსაკუთრებით ძლიერდება სქესობრივი ჯირკვლების აქტიური ფუნქციონირების დაწყებასთან ერთად. მოზარდები შეშფოთებულები არიან გენიტალიების ზრდით და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებით, რომელნიც ეწინააღმდეგებიან მათ თვითშეგნებას. მკერდის ჯირკვლების გადიდებას და მენსტრუაციის დაწყებას გოგონა-ტრანსგენდერები კატასტროფად აღიქვამენ. ამ ასაკში ფორმირებული სქესობრივი ლტოლვები, როგორც წესი, შეცვლილია: ქალ-ტრანსგენდერებს ის უვითარდებათ ქალების მიმართ, ხოლო კაცებს – კაცების მიმართ. ამგვარი ლტოლვა გარედან აღიქმება როგორც ჰომოსექსუალური, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ არის, რადგან სქესობრივი თვითშეგნების თანახმად კაცი-ტრანსგენდერები ქალებთან ინტიმურ კავშირს აფასებენ და უარყოფენ, სწორედ როგორც ჰომოსექსუალურს.
სექსუალური ცხოვრება
რედაქტირებატრანსგენდერების უმრავლესობის სექსუალური ცხოვრება დაკავშირებულია სექსუალური პარტნიორის შერჩევის სერიოზულ სიძნელესთან, რადგან თაყვანისცემის ობიექტი, როგორც წესი, ეწინააღმდეგება ახლო ურთიერთობების დამყარების მცდელობას. მათი დაახლოებით მეოთხედი (უფრო ხშირად კაცები) ცდილობს სექსუალურ კონტაქტში შევიდეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ გაწბილებულები რჩებიან. თუ ტრანსგენდერი ახერხებს საკუთარი სქესის მუდმივი სექსუალური პარტნიორის პოვნას, ადრე თუ გვიან თავს იჩენს სხვადასხვა სირთულე, რადგან გარშემომყოფები ნეგატიურად აღიქვამენ ამგვარ კავშირს, თუმცა კი, ტრანსგენდერთათვის სექსუალური პრობლემები არ არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი. მთელი მათი ყურადღება და მისწრაფება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია საკუთარი გარეგნობის და სხეულის აღნაგობის საკუთარ სქესობრივ ცნობიერებასთან შესაბამისობაში მოყვანისკენ, აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვანია საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობის საზოგადოებრივი აღიარება. ამის გამო, ისინი ძალიან რთული ქირურგიული ჩარევებისგანაც კი არ იხევენ უკან. ტრანსგენდერობის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს, მართალია ადგილი აქვს განსხვავებული სქესობრივი მიკუთვნებულობის ფსიქიკურ განცდას, მაგრამ ასეთი ტრანსგენდერების დიდი ნაწილი ახერხებს თანდათანობით ადაპტირებას, პოულობს კომპენსაციას საქმიანობაში, საწინააღმდეგო სქესისათვის დამახასიათებელ ჩვევებსა და ქცევაში. მაგალითად, ტრანსგენდერი კაცები ირჩევენ განსაკუთრებით პრესტიჟულ კაცურ პროფესიებს: მფრინავობას, შორეული ზღვაოსნობის კაპიტნობას, გამომძიებლობას და ა.შ. რაც ეხმარება მათ არა მხოლოდ თვითდამკვიდრებაში, არამედ კაცთა საზოგადოებაში ყოფნაშიც. პროფესია ამართლებს მათ კაცურ ჩვევებს, ქცევის მანერას, ჩაცმის სტილს. ძლიერად გამოხატული ტრანსგენდერობის დროს, სქესის შეცვლის გარეშე, სრულფასოვანი სოციალური ადაპტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.
წყაროები
რედაქტირება- შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34.