ლაჯანურის წყალსაცავი

წყალსაცავი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

ლაჯანურის წყალსაცავი — საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურას ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანურა, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით და გვირაბით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს მიწისქვეშა ლაჯანურჰესს.

ლაჯანურის წყალსაცავი
კოორდინატები: 42°35′50″ ჩ. გ. 42°50′29″ ა. გ. / 42.597250° ჩ. გ. 42.841417° ა. გ. / 42.597250; 42.841417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ცაგერის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე)
სიგრძე 3,2 კმ
სიგანე 1 კმ
ფართობი 1,6 კმ²
მოცულობა 0,05 კმ³
უდიდესი სიღრმე 70
საშუალო სიღრმე 30
ჰესი ლაჯანურჰესი
ლაჯანურის წყალსაცავი — საქართველო
ლაჯანურის წყალსაცავი
ლაჯანურის წყალსაცავი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლაჯანურის წყალსაცავი

ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა — ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს. ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის დალექვის სისქე 40 მ-ს აღემატება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება