ლარას შტატი

შტატი

ლარა (ესპ. Estado Lara) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია ბარკისიმეტო. ფართობი 19 800 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 1 795 100 ადამიანია.

შტატი
ლარას შტატი
Estado Lara
დროშა გერბი
Flag of Lara State.svg Escudo de Lara.jpg

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ბარკისიმეტო
შიდა დაყოფა ანდრეს-ელოი-ბლანკოს მუნიციპალიტეტი, Crespo, Iribarren, Jiménez, Morán, პალავესინოს მუნიციპალიტეტი, Simón Planas, ტორესის მუნიციპალიტეტი და Urdaneta
კოორდინატები 10°04′00″ ჩ. გ. 69°52′00″ დ. გ. / 10.06667° ჩ. გ. 69.86667° დ. გ. / 10.06667; -69.86667
დაარსდა 1864
ფართობი 19 800 კმ²
მოსახლეობა 2 700 000 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი lara.gob.ve
Lara in Venezuela.svg

შტატის სამხრეთი ნაწილი მთიანია, ჩრდილოეთი და დასავლეთი — მთლიანად ვაკე. მთავარი მდინარეებია კარიბის ზღვაში ჩამდინარე ტოკუიო და იარაკუი, რომელთა მრავალი პატარა შენაკადიც მარაკაიბოს ტბის ან ორინოკოს სისტემას მიეკუთვნება.

ისტორიარედაქტირება

კოლუმბამდელ პერიოდში შტატის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით. კოლონიალიზმისა და ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში ის კარაკასის პროვინციის შემადგენლობაშ შედიოდა. 1859 წლიდან ის ცნობილი იყო როგორც ბარკისიმეტოს შტატი, მაგრამ 1866 წელს შეუერთეს იარაკუის შტატს. 1879 წელს ფალკონისა და იარაკუის შტატებთან ერთად მან ჩამოაყალიბა ჩრდილო-დასავლეთის დიდი შტატი. 1881 წელს კი მას სახელი შეეცვალა და დამოუკიდებლობსაითვის მებრძოლი გმირის, გენერალ ხასინტო ლარას პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა. 1899 წელს, მან ლარას სახელი დაკარგა, როდესაც გამოეყვნენ ბარკისიმეტოსა და იარაკუის შტატები. 1901 ის კვლავ იბრუნებს სახელს და 1904 წელს კვლავ უერთდება იარაკუის შტატს, ოღნდ ამჯერად ორივეს ერთად ლარას შტატი ეწოდა.

ეკონომიკარედაქტირება

შტატში ფართოდ მისდევენ შაქრის ლერწმის მოყვანას, რისი მიხედვითაც ერთ-ერთი პირველია ვენესუელის სხვა შტატებს შორის. ასევე აწარმოებენ ყავას, კარტოფილს, პომიდორს, ლობიოს, ხორბალსა და ბანანს. განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობაც. ასევე მისდევენ მეცხოველეობას.

ლარას შტატის ინდუსტრიის უმსხვილესი სექტორებია ინჟინერია, კვების მრეწველობა, საფეიქრო მრეწველობა, ტექსტილი.

მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრებირედაქტირება

შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანდრეს-ელოი-ბლანკო სანარე 708 49 812  
კრესპო დუაკა 875 49 813  
ირიბარენი ბარკისიმეტო 2 760 1 027 022  
ხიმენესი კიბორი 768 97 524  
მორანი ელ-ტოკუიო 2 231 128 674  
პალავესინო კაბუდარე 440 155 653  
სიმონ-პლანასი სარარე 808 35 170  
ტორესი კარორა 6 954 188 188  
ურდანეტა სიკისიკე 4 256 63 213  

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება