კარორა
კარორა (Carora) — ქალაქი ვენესუელაში, ლარას შტატში. მდებარეობს ბარკისიმეტოდან 54 მილით სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ტოკუიოს შენაკად მორერეს ნაპირზე. მისი ისტორიის განმავლობაში, ქალაქი ორჯერ დაარსდა, პირველად 1569 წელს ხუან დე ტეხოს მიერ, მაგრამ ადგილობრივ ინდიელთა მუდმივი თავდასხმების გამო იგი მიტოვებულ იქნა, სამი წლის შემდეგ, 1572 წელს კი ხელახლა დაარსდა ხუან დე სალამანკას მიერ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კარორა Carora | |||||
კარორას ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | ლარა | ||||
კოორდინატები | 10°34′09″ ჩ. გ. 70°15′42″ დ. გ. / 10.56917° ჩ. გ. 70.26167° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1569; 1572 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 419 მ | ||||
მოსახლეობა | 105 400 კაცი (2005) | ||||
სატელეფონო კოდი | 0252 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3050 | ||||
კოლონიურ პერიოდში კარორა ყვაოდა, მისი მოსახლეობა 10 000 ადამიანს აღწევდა. 1911 წლისთვის, მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარდა ცხენების, ვირების და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენება. ასევე აწარმოებდნენ ტყავის ნედლეულს, რეზინს და ტყის სხვადასხვა პროდუქტებს. 2005 წლისთვის, ეკონომიკური საქმიანობის მთავარ დარგად კვლავ მესაქონლეობა რჩება, მაგრამ ის ორიენტირებულია რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე. 1990-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ხდება მევენახეობა-მეღვინეობა.
2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 105 400 ადამიანს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.encarora.com/ დაარქივებული 2011-10-26 საიტზე Wayback Machine.
- Información General de Carora დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Hoteles de Carora
- Alcaldía de Torres დაარქივებული 2009-04-17 საიტზე Wayback Machine.
- Corporación de Turismo del Estado Lara დაარქივებული 2010-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Fundación para el Deporte del Estado Lara დაარქივებული 2007-02-06 საიტზე Wayback Machine.
- Hidrolara დაარქივებული 2007-04-15 საიტზე Wayback Machine.
- Policía de Lara დაარქივებული 2007-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Servicio Autónomo de Emergencia de Lara 171 დაარქივებული 2007-03-18 საიტზე Wayback Machine.
- Aeropuerto Internacional "Jacinto Lara" დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine.
- Información general sobre el Estado Lara დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Carora FM 100.5 stereo