ლანქორი

უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

ლანქორი, ჯვარიუღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და ლაჯანურას წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2450 მ. აგებულია ქვედაიარული ფიქლებით. საცალფეხო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს რაჭასთან. უღელტეხილთან არის ძველი ნასოფლარი და პატარა ტბები. ლანქორის მიდამო შემოსილია ალპური მდელოებით.

ლანქორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ცაგერის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2450 
ქედი ლეჩხუმის ქედი
გამავალი გზა საცალფეხო
აკავშირებს ქვემო სვანეთს რაჭასთან
ამგებელი ქანები ქვედაიარული ფიქალი

ლიტერატურა

რედაქტირება