კოხნარი
კოხნარი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კოხნარი, ბურნათი, ნაკადული, წიფნარი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 13 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2] და საზოგადოებრივი ცენტრი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მევენახეობა. სოფელში დაიბადა ქართველი პოეტი გიორგი სალუქვაძე.
სოფელი | |
---|---|
კოხნარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოხნარი |
კოორდინატები | 42°02′10″ ჩ. გ. 42°19′00″ ა. გ. / 42.03611° ჩ. გ. 42.31667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
მოსახლეობა | 575[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეკლესია
რედაქტირებაკოხნარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია განეკუთვნება XVIII–XIX საუკუნებს. აგებული იყო სიპი ქვით და დუღაბით. გადმოცემით, მდინარე ხევისწყალიდან ტაძრამდე იდგა ხალხი და ერთმანეთს აწვდიდნენ ამ ქვებს და ასე აშენებულა ეს ტაძარი კვერცხით და დუღაბით. საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ უშვერიძეები და თევზაძეები. უკანასკნელი მღვდელი იყო სილიბისტრო თევზაძე.[3]
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 575 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 707 | 326 | 381 |
2014[1] | 575 | 268 | 307 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 9.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10810
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II