გიორგი სალუქვაძე (პოეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალუქვაძე.

გიორგი სალუქვაძე (დ. 15 სექტემბერი, 1922, კოხნარი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 1987, ბათუმი[1]) — ქართველი პოეტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა გლეხის, გრიგოლ სალუქვაძის, ოჯახში. 1930 წელს მისი ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. 1941 წელს დაამთავრა ბათუმის მე-9 საშუალო სკოლა. 1943-1945 წლებში სწავლობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში. სწავლის პარალელურად, 1934 წლიდან, მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქციაში კორექტორად და მთარგმნელად. 1938 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. 1946 გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული. 1945-1947 წლებში მუშაობდა აჭარის ასსრ სახელგამის დირექტორის მოადგილედ, შეთავსებით ბათუმის სახელმწიფო თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1947 წლის მაისიდან მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქციაში. ცხოვრობდა და გარდაიცვალა ბათუმში.

სალუქვაძის პოეტური კრებულებია „დაბრუნებულან“ (1946), „ლირიკა“ (1955), „რა ხანია გათენდა“ (1965), „დღე“ (1970), „რჩეული“ (1973), „მაისის წვიმა“ (1978). ეკუთვნის კორნელის, რასინის, ვოლტერის, ლერმონტოვის, ესენინის თარგმანები.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება