კორტოხის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეებში
კორტოხის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებში, საჩხერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედზე, მდინარე სურამულის მარცხენა შენაკადის — ჭერათხევის ზემო დინებისა და ყვირილის მარცხენა შენაკადის — ძირულის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1130 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კორტოხის მიდამოები შემოსილია მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარით. კორტოხზე გადადის საცალფეხო გზა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის მუნიციპალიტეტში.
კორტოხის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°10′18″ ჩ. გ. 43°35′10″ ა. გ. / 42.1718833° ჩ. გ. 43.5861222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | საჩხერის მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1130 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
აკავშირებს | ხაშურის მუნიციპალიტეტს საჩხერის მუნიციპალიტეტთან |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
ფლორა | მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარი |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 682.