კონსტანტინოვსკი
კონსტანტინოვსკი (რუს. Константиновск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. კონსტანტინოვსკის რაიონისა და კონსტანტინოვსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1864 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1967 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 17 391 კაცს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კონსტანტინოვსკი Константиновск | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||
კოორდინატები | 47°35′00″ ჩ. გ. 41°06′00″ ა. გ. / 47.58333° ჩ. გ. 41.10000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1864 | ||
პირველი ხსენება | 1593 | ||
ადრეული სახელები | სტანიცა ბაბსკაია | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 | ||
ფართობი | 298 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 40 მ | ||
მოსახლეობა | 17 391 კაცი (2016) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +7 86393 | ||
საფოსტო ინდექსი | 347250 | ||
ოფიციალური საიტი | konstantinovsk.ru | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს როსტოვის ოლქის ცენტრში, მდინარე დონის მარჯვენა ნაპირზე, დონის როსტოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 169 კმ-ში. ქალაქის ტერიტორიის ფართობია — 298 კმ².
მანძილი ახლომდებარე პუნქტებამდე
რედაქტირებაქალაქის სახელწოდება | მანძილი რუკაზე (ფრჩხილებში გზით) |
მიმართულება | |
---|---|---|---|
1 | უსტ-დონეცკი | 18 კმ | დასავლეთი |
2 | სემიკარაკორსკი | 23 (31) კმ | დასავლეთი |
3 | კაზანსკაია | 250 კმ | ჩრდილოეთი |
4 | ბოლშაია-მარტინოვკა | 54 კმ | სამხრეთ-აღმოსავლეთი |
5 | ბაგაევსკაია | 61 კმ | სამხრეთ-დასავლეთი |
6 | ვესიოლი | 61 კმ | სამხრეთ-დასავლეთი |
7 | შახტი | 66 (72) კმ | დასავლეთი |
8 | კამენოლომნი | 67 კმ | დასავლეთი |
9 | ტაცინსკაია | 85 კმ | ჩრდილოეთი |
10 | ბელაია-კალიტვა | 69 (158) კმ | ჩრდილოეთი |
11 | რომანოვსკაია | 70 კმ | აღმოსავლეთი |
12 | კრივიანსკაია | 73 კმ | დასავლეთი |
13 | პერსიანოვსკი | 74 კმ | დასავლეთი |
14 | ციმლიანსკი | 75 (78) კმ | აღმოსავლეთი |
15 | შოლოხოვსკი | 77 კმ | ჩრდილოეთი |
16 | ნოვოჩერკასკი | 78 (106) კმ | დასავლეთი |
17 | ვოლგოდონსკი | 79 (96) კმ | აღმოსავლეთი |
18 | კრასნი-სულინი | 84 (113) კმ | ჩრდილო-დასავლეთი |
19 | ზვერევო | 87 (144) კმ | ჩრდილო-დასავლეთი |
20 | ნოვოშახტინსკი | 90 (97) კმ | დასავლეთი |
21 | აქსაი | 99 (121) კმ | დასავლეთი |
22 | გუკოვო | 101 (127) კმ | ჩრდილო-დასავლეთი |
23 | მოროზოვსკი | 101 (166) კმ | ჩრდილო-აღმოსავლეთი |
24 | ზერნოგრადი | 101 (199) კმ | სამხრეთ-დასავლეთი |
25 | კამენსკ-შახტინსკი | 102 (145) კმ | ჩრდილო-დასავლეთი |
26 | როდიონოვო-ნესვეტაისკაია | 104 კმ | დასავლეთი |
27 | კაგალნიცკაია | 105 კმ | სამხრეთ-დასავლეთი |
28 | ორლოვსკი | 107 კმ | სამხრეთ-აღმოსავლეთი |
29 | პროლეტარსკი | 108 (207) კმ | სამხრეთ-აღმოსავლეთი |
30 | დონის როსტოვი | 111 (169) კმ | დასავლეთი |
ისტორია
რედაქტირებაპირველი ქალაქური დასახლებები დონის მიწაზე გაჩნდა XVI საუკუნეში, ესენი იყვნენ გამაგრებული დასახლებები, როგორც წესი ისინი განლაგებულები იყვნენ მდინარეების ნაპირებზე, ან კუნძულებზე, რომლებიც ბუნებრივად იყო დაცული. ასე დაარსდა ქალაქ კონსტანტინოვსკის წინამორბედი ბაბეი კუნძულ ლუჩკაზე, რომელიც მდებარეობდა სამი ვერსის დაშორებით დონის დინებაში. 1972 წელს დონის დინების ზემოთში დაარსდა სტანიცა ვედერნიკოვსკაია. 1839 წელს ეს ორი დასახლება გააერთიანეს და უწოდეს კონსტანტინოვსკი. სახელი ეწოდა დიდი თავადის კონსტანტინე რომანოვის პატივისცემის ნიშნად. 1850 წელს ბაბსკაიიდან კონსტანტინოვსკში გადასახლდა პირველი 50 ოჯახი. 1859 წელს სტანიცაში 156 კომლი ითვლებოდა და ცხოვრობდა 922 ადამიანი. 1864 წელს დონის პირველი ოლქის ოფიციალური დედაქალაქი გახდა სტანიცა კონსტანტინოვსკი. ამის შემდეგ დაიწყო მისი განაშენიანება. 1874 წელს მთავარ ქუჩაზე დააყენეს განათების ფანრები. 1885 წელს ფლორ კრიუჩკოვმა გახსნა ბიბლიოთეკა. ორი წლის შემდეგ კი გაიხსნა სტამბა. 1915 წლისათვის სტანიცაში ცხოვრობდა 935 კომლი, ანუ 6797 ადამიანი.
სამოქალაქო ომის პერიოდში კონსტანტინოვსკი და მთლიანად დონის პირველი ოლქი ითვლებოდა თეთრების არმიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამაგრებულ პუნქტად.
რევოლუციის შემდეგ აღნიშნულ რაიონში აქტიურად განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხოლო შემდეგ ვაჭრობა და სოციალური სფერო. 1941 წელს სტანიცა გადიოდა მუშათა დასახლებების რიგში.
დიდი სამამულო ომის პერიოდში გერმანული ავიაცია აქტიურად ბომბავდა დასახლებას. 1942 წელს მოახდინეს ასახლების ოკუპაცია, ხოლო დეოკუპაცია განხორციელდა 1943 წლის დასაწყისში. განმათავისუფლებელი ომების პერიოდში დაიღუპა 3 575 ჯარისკაცი და ოფიცერი.
1967 წელს მუშათა დასახებამ მიიღო ქალაქის სტატუსი.
განათლება
რედაქტირებაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი საშუალო სკოლაა, ასევე რამდენიმე სკოლაა ქალაქის რაიონებშიც. კონსტანტინოვსკში ასევე განთავსებულია ორი ტექნიკუმი (ტექნოლოგიური და სოფლის მეურნეობის) და ერთი კოლეჯი (პედაგოგიური).
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაღვთისმშობლის კვართის ეკლესიის (1912 წ., არქიტექტორი ა. ფედოროვი) ისტორია იწყება 1708 წელს, როდესაც ბაბსკის სტანიცაში იყო ხის ეკლესია, თუმცა ზუსტი ცნობები მისი აგების შესახებ არ შემონახულა. 1773 წლის 11 ივლისს ეკლესია შემთხვევით გაჩენილი ხანძრისაგან სრულიად დაიწვა. ახალი ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1779 წლის 29 ოქტომბერს. 1861 წელს სოფელში ააშენეს ახალი ხის ეკლესია მსგავსი სამრეკლოთი, მაგრამ სხვა ადგილზე. 1906 წლის მაისში დაამტკიცეს ახალი ეკლესიის მშენებლობის პროექტი. 1907 წელს დაიწყეს მისი მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1912 წელს. ტაძარი ააშენეს არქიტექტორ პეტრე სტუდენიკინის პროექტის მიხედვით. ეკლესიის შიგნით მდებარეობს მდიდრული კანკელი, რომელიც დამზადებულია მარმარილოსაგან. 1930 წელს ეკლესიაში განათავსეს ხორბლის საწყობი.
1942 წელს ქალაქი დაიკავეს გერმანელთა ჯარებმა და შენობას გამოიყენებდნენ როგორც საბრძოლო მასალების საწყობად, თუმცა მალევე გადაეცა მორწმუნეებს. 1945 წლის 9 ივნისს მუშათა დასახლება კონსტანტინოვსკში შეიქმნა საეკლესიო თემი, რომელთაც ეკუთვნოდა ეკლესია 1960-იან წლებამდე. 1960-იან წლებში შენობას ჩაუტარდა ინტერიერის რესტავრაცია, გამოცვალეს სახურავი. 1980-იანი წლების ბოლომდე ეკლესიაში სპორტული სკოლა იყო განთავსებული.
ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა 1988 წელს, როდესაც ეკლესია გადაეცა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას[1].
- წმინდა მიქაელის ეკლესია[2].
- წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
- კონსტანტინოვსკის ფერისცვალების ეკლესია (1999 წ.)
- ფერისცვალების ეკლესია ოვჩაროვის ქუჩაზე, აკურთხეს 1896 წლის 22 ივნისს.
- უცნობი საბჭოთა მფრინავის ძეგლი.
- მემორიალური მოედანი
- სტადიონი
- ლენინის ძეგლი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ლენინის მოედანზე, გაიხსნა 1983 წლის 5 ნოემბერს. ფიგურის სიმაღლე 3 მეტრი ავტორი — სტანისლავ მუხა.
- პლატოვის ბიუსტი
- 1812 წლის ომის კაზაკი გმირების ძეგლი
- სამოქალაქო ომში დაღუპული კაზაკების მემორიალური ნიშანი.
- დიმიტრი ტოპოლინისა და დემიან კომაროვის ძეგლი.
- ძეგლი „გეორგიევსკის ჯვარი“.
- საბჭოთა ხელისუფლების 50-ე წლისთავის ობელისკი.
- დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ძეგლი.
- 1943 წელს დიდი სამამულო ომის პერიოდში დაღუპული მებრძოლების ძეგლი.
- უცნობი ჯარისკაცის საფლავი
- საბჭოთა კავშირის გმირის ს. ზდოროვცევის ბიუსტი
- მედესანტეების ძეგლი
არქიტექტურის ძეგლები
რედაქტირებასივიაკოვის სახლი
რედაქტირებასახლი აგებულია 1906 წელს. იგი განსხვავებული არქიტექტურის მქონე სამსართულიანი აგურის შენობაა. შენობაში განთავსებულია ხელოვნების საბავშვო სკოლა. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი. მისამართი: 347250, როსტოვის ოლქი, კონსტანტინოვსკი, ლენინის ქუჩა № 8. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან შენობაში განთავსებულია ხელოვნების საბავშვო სკოლა.
ქალაქ კონსტანტინოვსკში მდებარე სამსართულიანი აგურის სახლი აგებულია მოდერნის სტილში და აქვს არასიმეტრიული ფორმა, ორსართულიანი სახურავი, შენობას არ აქვს გვერდითი ფანჯრები. შენობის ასაგებად გამოყენებულია, აგური, ქვიშა, თიხა, დუღაბი და ქათმის კვერცხი[3].
პლოტნიკოვის სახლი
რედაქტირებასახლი აგებულია 1912 წელს ეკლექტიკის სტილში. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მისამართი: კონსტანტინოვსკი, ლენინის ქუჩა № 28.
ქალაქ კონსტანტინოვსკში მდებარე ორსართულიანი აგურის სახლი ნაგებია წითელი აგურით ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. შენობას გააჩნია სართულთშორისი კარნიზი. შვიდი ნახევარწრიული ფანჯარა, რომლებიც მეორე სართულზე გაფორმებულია სანდრიკებით და პილასტრებით. სახურავზე ორი ატიკი მდებარეობს სამერცხლულით. შენობის პირველი სართული რუსტირებულია და აქვს დიდი ვიტრინები[4].
პანჩენკოს სახლი
რედაქტირებასახლი აგებულია 1910 წელს. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მისამართი: კონსტანტინოვსკი, კარტაშოვის ქუჩა № 35.
ეს სახლი ააგეს 1910 წელს ქალთა რეალური სასწავლებლისათვის, პირველი გილდიის ვაჭარ, ქაღალდის ფაბრიკის მფლობელის, მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქის ივანე პანჩენკოს სახსრებით[5]. ორსართულიანი აგურის სახლი აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. სახლის კუთხის ნაწილი რუტირებულია. ფანჯრები მართკუთხაა და გაფორმებულია სანდრიკებით[6]. შენობას აქვს ორი შესასვლელი ორივე ქუჩიდან.
ტრენიოვის სახლი
რედაქტირებასახლი აგებულია 1895 წელს. ამ სახლში 1914 წლიდან 1916 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა საბჭოთა პროზაიკოსი და დრამატურგი, სტალინური პრემიის ლაურეატი კონსტანტინ ტრენიოვი. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მისამართი: კონსტანტინოვსკი, ტრენიოვის შესახვევი № 9.
ტრენიოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რაიონული აღმასკომის 1977 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სახლის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა. დაფა დამზადებულია შავი მარმარილოსაგან, რომელზეც არის წარწერა:
„ამ სახლში 1914 დან 1916 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი კ. ა. ტრენიოვი.“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ФГУП «Южное Аэрогеодезическое Предприятие» Атлас Ростовская область Города, 2007
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Константиновск (город)
- Информационный портал Константиновск.ру
- Официальный сайт города Константиновска
- Официальный сайт администрации города Константиновска დაარქივებული 2022-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Официальный портал Константиновского городского поселения დაარქივებული 2014-07-25 საიტზე Wayback Machine.
- Константиновск в энциклопедии «Мой город»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Админ. Покровский храм г.Константиновска.. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
- ↑ Утраченная святыня станицы Константиновской
- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.
- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.
- ↑ Панченко Иван Степанович
- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.