პანჩენკოს სახლი
პანჩენკოს სახლი (რუს. Дом Панченко) — ძველი ორსართულიანი სახლი კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1910 წელს. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
პანჩენკოს სახლი რუს. Дом Панченко | |
---|---|
კოორდინატები | 47°34′33″N 41°05′42″E / 47.575712° ჩ. გ. 41.095122° ა. გ. |
მდებარეობა | კონსტანტინოვსკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
ტიპი | ეკლექტიკა |
დასრულების თარიღი | 1910 |
მისამართი: კონსტანტინოვსკი, კარტაშოვის ქუჩა № 35.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში როსტოვის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვსკში შენდებოდა ბევრი შენობა ეკლექტიკის სტილში. ეს სტილი ერთ შენობაში აერთიანებდა როკოკოს, ბაროკოს, რენესანსისა და მოდერნის დეკორატიულ ფორმებს. ასეთ სტილშია აშენებული ორსართულიანი აგურის სახლი კონსტანტინოვსკში, რომელიც ეკუთვნოდა ვაჭარ პანჩენკოს. ეს სახლი ააგეს 1910 წელს ქალთა რეალური სასწავლებლისათვის, პირველი გილდიის ვაჭარ, ქაღალდის ფაბრიკის მფლობელის, მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქის ივანე პანჩენკოს სახსრებით[1].
ივანე პანჩენკო იყო საზოგადოებრივი მოღვაწე, როსტოვის საქალაქო საბჭოს წევრი დიდი ხნის განმავლობაში. მისი თანხებით შენდებოდა ეკლესია და საავადმყოფოები.
თავის დროზე შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყოსაწყობი და სააფთიაქო მაღაზია, აქვე შეიძლებოდა სამედიცინო დახმარების მიღება. სახლის მეორე სართული კი ეკავა ქალთა რეალურ სასწავლებელს.
ამჟამად 25 ოქტომბრის ქუჩისა და კარტაშოვის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე სახლში განთავსებულია საყოფაცხოვრებო სახლი. 2002 წლიდან პანჩენკოს სახლი რეგიონული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლია.
აღწერა
რედაქტირებაორსართულიანი აგურის სახლი აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. სახლის კუთხის ნაწილი რუტირებულია. ფანჯრები მართკუთხაა და გაფორმებულია სანდრიკებით[2]. შენობას აქვს ორი შესასვლელი ორივე ქუჩიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Панченко Иван Степанович
- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.