კონსტანტინოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Покровская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი კონსტანტინოვსკში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1912 წელს პ. სტუდენიკინის პროექტის მიხედვით.

ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კონსტანტინოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
კონსტანტინოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კონსტანტინოვსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) პავლე სტუდენიკინი
თარიღდება 1912

ეკლესიის ისტორია იწყება 1708 წელს, როდესაც ბაბსკის სტანიცაში იყო ხის ეკლესია, თუმცა ზუსტი ცნობები მისი აგების შესახებ არ შემონახულა. 1773 წლის 11 ივლისს ეკლესია შემთხვევით გაჩენილი ხანძრისაგან სრულიად დაიწვა. ახალი ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1779 წლის 29 ოქტომბერს. 1861 წელს სოფელში ააშენეს ახალი ხის ეკლესია მსგავსი სამრეკლოთი, მაგრამ სხვა ადგილზე. 1906 წლის მაისში დაამტკიცეს ახალი ეკლესიის მშენებლობის პროექტი. 1907 წელს დაიწყეს მისი მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1912 წელს. ტაძარი ააშენეს არქიტექტორ პეტრე სტუდენიკინის პროექტის მიხედვით. ეკლესიის შიგნით მდებარეობს მდიდრული კანკელი, რომელიც დამზადებულია მარმარილოსაგან. 1930 წელს ეკლესიაში განათავსეს ხორბლის საწყობი.

1942 წელს ქალაქი დაიკავეს გერმანელთა ჯარებმა და შენობას გამოიყენებდნენ როგორც საბრძოლო მასალების საწყობად, თუმცა მალევე გადაეცა მორწმუნეებს. 1945 წლის 9 ივნისს მუშათა დასახლება კონსტანტინოვსკში შეიქმნა საეკლესიო თემი, რომელთაც ეკუთვნოდა ეკლესია 1960-იან წლებამდე. 1960-იან წლებში შენობას ჩაუტარდა ინტერიერის რესტავრაცია, გამოცვალეს სახურავი. 1980-იანი წლების ბოლომდე ეკლესიაში სპორტული სკოლა იყო განთავსებული.

ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა 1988 წელს, როდესაც ეკლესია გადაეცა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას[1].

არქიტექტურა

რედაქტირება

კონსტანტინოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია ნაგებია აგურით. შენობის აგებისას გამოყეებულია აღრძინების ეპოქის ბიზანტიური და იტალიური არქიტექტური ელემენტები. იგი ეფუძნება გრძივ-ღერძულგეგმას, რომლის ღერძზე აღმოსავლეთით და დასავლეთით სიმეტრიულადაა განლაგებული სატრაპეზო და სამრეკლო.

ეკლესიას აქვს ნახევრაწრიული სარკმლები. საკურთხევლის წინ მდებარეობს მარმარილოს კანკელი, რომელიც ცენტრალურ ნაწილში სამიარუსიანია, ხოლო ნაპირებში ორიარუსიანი.

ამჟამად ეკლესია კონსტანტინოვსკის ერთსართულიან ნაგებოებს შორის აშკარა დომინანტია[2].

  1. Админ. Покровский храм г.Константиновска.. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  2. История создания Покровской церкви