ციმლიანსკი
ციმლიანსკი (რუს. Цимлянск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. ციმლიანსკის რაიონისა და ციმლიანსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1672 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1961 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით შეადგენს 14 731 კაცს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ციმლიანსკი Цимлянск | |||||
პრიმორსკის პარკის როტონდა | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 47°38′48″ ჩ. გ. 42°05′41″ ა. გ. / 47.64667° ჩ. გ. 42.09472° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1672 | ||||
პირველი ხსენება | 1672 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1961 | ||||
მოსახლეობა | 14 731 კაცი (2021) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86391 | ||||
საფოსტო ინდექსი | 347320 | ||||
ოფიციალური საიტი | tsimlyansk-gorod.ru | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს როსტოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, ციმლიანსკის წყალსაცავის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე დონზე და კუმშაკზე. 20 კილომეტრში ვოლგოდონსკიდან და 236 კილომეტრში დონის როსტოვიდან.
ისტორია
რედაქტირებადაარსება
რედაქტირებაციმლიანსკი (1950 წლამდე სტანიცა ციმლიანსკაია) დააარსეს ონის კაზაკებმა, როგორც კაზაკთა დასახლება უსტ-ციმლა. ზუსტი ცნობები ქალაქის დაარსების თარიღის შესახებ არ არსებობს. პირველად უსტ-ციმლა ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება 1672 წელს, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ციმლიანსკი ბევრად ძველია. სტანიცა ციმლიანსკაია ააშენეს ხაზართა ყოფილი ციხესიმაგრის სარკელის ადგილზე.
სახელწოდება
რედაქტირებაქალაქს სახელი უწოდეს ადგილმდებარეობის გამო, რადგან ის მდებარეობდა მდინარე ციმლის შესართავთან. ტოპონიმ „ციმლას“ წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს არის თურქული სიტყვა „ჩიმ“ (ჭაობი ან კორდი) ან „სიმ“ (ძეგლი, საფლავი). სხვები ფიქრობენ, რომ სიტყვა „ციმლა“ თარგმანში ნიშნავს „ნალს“, რადგან სოფლებს კუმშაცკოისა და ციმლიანსკის შორის მდინარე დონს აქვს ნალის ფორმა.
ქალაქიდან სოფლისაკენ
რედაქტირებათათრების ხშირი თავდასხმებისა და მდინარე დონის ხშირი ადიდების გამო ციმლიანსკის პირველ მოსახლეებს ხშირად უწევდათ გადაადგილება. პეტრე I-ის სალაშქრო ჟურნალიდან კარგად ჩანს, რომ 1696 წელს ციმლიანსკი მდებარეობდა მდინარე დონის მარჯვენა ნაპირზე. ამ პერიოდისთვის ეს იყო მცირე მიწის ნაკვეთი, რომელიც პრაქტიკულად ჭაობს წარმოადგენდა. შემდეგ მოგვიანებით ააშენეს სახლები და დასახლება ნელ-ნელა გადაიქცა სოფლად. ადგილობრივი მოსახლეობა მისდევა მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობას. დიდი შემოსავალს ღებულობდნენ მარილის რეალიზაციიდან, რომელიც უხვად მოიპოვებოდა მდინარე მანიჩზე.
ვენახი
რედაქტირებათბილი სამხრეთის კლიმატი ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ვაზის გასახარებლად, რომელიც შემოჰქონდათ ირანიდან და უნგრეთიდან, ასევე მდინარე რეინის ნაპირებიდან. არსებობს სანდო წყარო, რომ 1709 წელს პეტრე I, რომელიც მიემგზავრებოდა ჩერკასკში, ცუდი ამინდის გამო ღამეს ათევს სტანიცა ციმლიანსკაიაში ადგილობრივ კაზაკ კლემენოვთან. პეტრე I-ის ვიზიტის დროს მან მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას გაჰყოლოდნენ მევენახეობას, ამის შემდეგ მან რამდენიმე ვაზის ძირი დარგო კიდეც. XIX საუკუნის დასაწყისში სოფელში უკვე 30 ათასი ძირი ვაზს მოითვლიდნენ.
ვაჭრობა
რედაქტირებარკინიგზის სადგუიდან ასობით კილომეტრის დაშორების გამო, ასევე იმის გამო, რომ ზამთარში სამდინარო გზებიც იკეტებოდა, ხელი შეუწყო დასახლებაში ვაჭრობის განვითარებას. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ციმლიანსკში ყოველწლიურად იმართებოდა ბაზრობა, სადაც მოდიოდნენ ვაჭრები მთელი რუსეთის ტერიტორიიდან.
სანაოსნო არხი
რედაქტირებადონის მარჯვენა ნაპირზე დასახლება არსებობდა 300 წლის მანძილზე, მაგრამ ვოლგა-დონის არხისა და ციმლიანსკის წყალსაცავის მშენებლობის გამო საჭირო გახდა მისი გადატანა სხვა ადგილზე.
50-იან წლებში დასახლება ციმლიანსკაიას ეწოდა ციმლიანსკი, ხოლო 1961 წლიდან მას მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაქალაქ ციმლიანსკში მთელი რიგი ძეგლები მდებარეობს, რომლებსაც აქვთ რეგიონალური მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი[1]. მათ შორისაა:
- ციმლიანის ჰიდროკვანძის მშენებელთა ობელისკი
- განმათავისუფლებელი ჯარისკაცების ძეგლი
- ვოლგა-დონის არხის ციმლიანის ჰიდროკვანძის მშენებელთა ობელისკი ააშენეს 1952 წელს, მისი ავტორია მოქანდაკეები გ. ოზოლინა, ა. კონდრატიევი და მ. ანიკუშინი. რკინა-ბეტონის ობელისკის სიმაღლეა 30 მეტრი. გვერდებზე მდებარეობს 5 მეტრის სიმაღლის სკულპტურული გამოსახულებები. კომპოზიცია მოიცავს ორ ფიგურას რკინიგზელებს, დამპროექტებლებს, მშენებლებსა და გეოლოგებს. ობელისკის შიგნით მუშაობს მუზეუმი.
კულტურულ ღირსშესანიშნაობებს განეკუთვნებიან:
- ისტორიის, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ძეგლი პრიმორსკის პარკის ისტორიულ-არქიტექტურული ანსამბლი, აგებულია 1954-1956 წლებში.
- რაიონული კულტურის სახლი, აგებულია 1955-1956 წლებში.
- სანატორიუმ „ციმლიანსკის“ შენობა, აგებულია 1954-1955 წლებში.
- სკოლა-ინტერნატის შენობა, აგებულია 1954-1956 წლებში.
- პრიმორსკის პარკის შენობა, აგებულია 1954-1955 წლებში.
- ცენტრალური თაღის შენობა, აგებულია 1954-1955 წლებში.
- ციმლის გმირების ხეივანი. ხეივანში პირველი ბიუსტი გაიხსნა 2006 წელს. სულ ამჟამად არის 11 გმირის ბიუსტი.
- ციმლიანსკის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1998 წ.)
- წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (2000 წ.) 1715 წელს სოფელ ციმლიანსკში ააშენეს ხის ეკლესია, რომელიც 1763 წელს გადაკეთდა ქვის ეკლესიად. 1839 წელს ძველი ეკლესიის ადგილას აშენდა ეკლესია, რომელსაც ჰქონდა სამი საკურთხეველი. წყალდიდობის დაწყების შემდეგ, როდესაც ციმლიანსკის წყალსაცავი შეივსო ტაძარი სოფელ ციმლიანსკიდან თანამედროვე ქალაქ ციმლიანსკში გადაიტანეს, ხოლო ძველი ტაძარი ააფეთქეს. 1992 წელს წმინდა ნიკოლოზის მრევლის საზოგადოებას გამოეყო ნაკვეთი ტაძრის ასაშენებლად, რომლის ფართობიც იყო 0,4 ჰა, ქალაქის ცენტრში მოსკოვის, კრუპსკოის და მაიაკოვსკის ქუჩის კვეთასთან. 1994 წელს, იმ ადგილას სადაც უნდა აშენებულიყო ეკლესია დაიდგა მემორიალური ჯვარი. 1995 წლის 19 ივლისს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (კოტლიაროვი) მშენებლობის დასაწყისში ეკლესია აკურთხა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1996 წელს. ტაძრის წმინდა წყლით კურთხევა მოხდა, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულზე 2000 წლის 19 დეკემბერს. 2001-2005 წლებში აშენდა სამღვდელოების სახლი და საკვირაო-საეკლესიო სკოლა[2].
- ციმლიანსკის მარჯვენა სანაპიროს ნაქალაქარი
- კამიშევის ნაქალაქარი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Туристические объекты Цимлянского городского поселения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-30. ციტირების თარიღი: 2017-08-29.
- ↑ История Никольского прихода на сайте епархии[მკვდარი ბმული]