ციმლიანსკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ციმლიანსკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (რუს. Свято-Никольский храм) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ციმლიანსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2000 წელს.

ციმლიანსკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ციმლიანსკის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი

ციმლიანსკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — რუსეთი
ციმლიანსკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ციმლიანსკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1996-2000

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი ციმლიანსკი.

1715 წელს სოფელ ციმლიანსკში ააშენეს ხის ეკლესია, რომელიც 1763 წელს გადაკეთდა ქვის ეკლესიად. 1839 წელს ძველი ეკლესიის ადგილას აშენდა ეკლესია, რომელსაც ჰქონდა სამი საკურთხეველი. წყალდიდობის დაწყების შემდეგ, როდესაც ციმლიანსკის წყალსაცავი შეივსო ტაძარი სოფელ ციმლიანსკიდან თანამედროვე ქალაქ ციმლიანსკში გადაიტანეს, ხოლო ძველი ტაძარი ააფეთქეს.

1992 წელს წმინდა ნიკოლოზის მრევლის საზოგადოებას გამოეყო ნაკვეთი ტაძრის ასაშენებლად, რომლის ფართობიც იყო 0,4 ჰა, ქალაქის ცენტრში მოსკოვის, კრუპსკოის და მაიაკოვსკის ქუჩის კვეთასთან. 1994 წელს, იმ ადგილას სადაც უნდა აშენებულიყო ეკლესია დაიდგა მემორიალური ჯვარი. 1995 წლის 19 ივლისს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (კოტლიაროვი) მშენებლობის დასაწყისში ეკლესია აკურთხა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1996 წელს.

ტაძრის წმინდა წყლით კურთხევა მოხდა, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულზე 2000 წლის 19 დეკემბერს. 2001-2005 წლებში აშენდა სამღვდელოების სახლი და საკვირაო-საეკლესიო სკოლა[1].