ციმლიანსკის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ციმლიანსკის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Цимлянский районный краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ ციმლიანსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1998 წელს, ხოლო გაიხსნა 1982 წლის 5 მაისს.
ციმლიანსკის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
47°38′46″ ჩ. გ. 42°06′29″ ა. გ. / 47.64611° ჩ. გ. 42.10806° ა. გ. | |
დაარსდა | 1998 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ციმლიანსკი |
ვიზიტორები | 9 000 |
დირექტორი | გალინა სუმცოვა |
ოფიციალური საიტი | [tsimlyansk-museum.ru tsimlyansk-museum.ru] |
მუზეუმის მისამართი: როსტოვის ოლქი, ქალაქი ციმლიანსკი, ჩეხოვის ქუჩა № 15.
ისტორია
რედაქტირებაციმლიანსკის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1998 წლის 16 თებერვალს[1]. თავისი შექმნის საწყის პერიოდში, მუზეუმმა მასალები შეაგროვა ციმლიანის რაიონის სამხედრო და შრომის დიდების შესახებ. ამჟამად, ფონდების დაკომპლექტების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქეოლოგიურ ძეგლებს და იმ ექსპონატებს, რომელზეც ილუსტრირებულია სტანიცა ციმლიანსკის ისტორია, ადგილობრივი ადამიანების ცხოვრებისა და ყოფის ამსახველი კადრები.
მთელი სამუზეუმო ექსპონატები ერთიანდება ექვს კოლექციაში: „არქეოლოგია“, „მატერიალური წყაროები“ (რომლებშიც შედის მეტალის, ხის, მინის, კერამიკის, ქსოვილების, ქვის, პლასტმასის, ზოოლოგიური და ბიოლოგიური მასალები, ანთროპოლოგიური კოლლექცია), „ფერწერული წყაროები“ (ფერწერა, გრაფიკა, ხატები, სკულპტურა), „ნუმიზმატიკა“ (მონეტები, ორდენები, მედლები, ჟეტონები, ნიშნები, პლაკატები, მარკები, ქაღალდის ფულები, განძები), „იარაღი“ (ცივი და ცეცხლსასროლი), „წერილობითი წყაროები“ (ხელნაწერი და ბეჭდვითი დოკუმენტები, იშვიათი წიგნები, ფოტოგრაფია, ღია ბარათები).
2017 წლის დასაწყისის მონაცემებით სამუზეუმო ფონდი მოიცავს 5 437 სამუზეუმო ექსპონატს, რომელიც ასახავს სტანიცა ციმლიანსკისა და მისი რაიონის ისტორიულ წარსულს, ქალაქ ციმლიანსკის ისტორიას, ციმლიანსკის ჰიდროელექტროსადგურის ისტორიას, ევრაზიის სტეპის ევოლუციას. ყოველწლიურად მუზეუმი იღებს 9 000 დამთვალიერებელს[2][3][4]. ციმლიანსკის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყოველწლიურად იმართება აქცია „ღამე მუზეუმში“[5][6], ასევე მუზეუმში რეგულარულად იმართება სხვადასხვა სახის გამოფენები[7][8][9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Постановление Главы Администрации Цимлянского района № 79 от 1998 года
- ↑ МБУК «Цимлянский районный краеведческий музей»[მკვდარი ბმული]
- ↑ Цимлянский районный краеведческий музей
- ↑ Цимлянский краеведческий музей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-08. ციტირების თარიღი: 2020-12-29.
- ↑ Ночь музеев в Цимлянском районном краеведческом музее
- ↑ Ночь музеев в Цимлянском районном краеведческом музее[მკვდარი ბმული]
- ↑ Выставка в Цимлянске[მკვდარი ბმული]
- ↑ В Цимлянск приехала выставка из Ростовского краеведческого музея[მკვდარი ბმული]
- ↑ В Цимлянск приехала выставка из Ростовского краеведческого музея