პლოტნიკოვის სახლი (რუს. Дом Плотникова) — ძველი სახლი კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1912 წელს. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

პლოტნიკოვის სახლი
რუს. Дом Плотникова
კოორდინატები 47°34′29″N 41°05′50″E / 47.574627° ჩ. გ. 41.097106° ა. გ. / 47.574627; 41.097106
მდებარეობა კონსტანტინოვსკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ეკლექტიკა
დასრულების თარიღი 1908-1912

მისამართი: კონსტანტინოვსკი, ლენინის ქუჩა № 28.

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში როსტოვის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვსკში შენდებოდა ბევრი შენობა ეკლექტიკის სტილში. ეს სტილი ერთ შენობაში აერთიანებდა როკოკოს, ბაროკოს, რენესანსისა და მოდერნის დეკორატიულ ფორმებს. ასეთ სტილშია აშენებული ორსართულიანი აგურის სახლი კონსტანტინოვსკში, რომელიც ეკუთვნოდა ვაჭარ პლოტნიკოვს, რომელიც მდებარეობს 25 ოქტომბრისა და ლენინის ქუჩის გადაკვეთაზე. სახლი აგებულია 1912 წელს პლოტნიკოვის ფინანსებით. თავდაპირველად აქ ვაჭრობდნენ ქსოვილებით, ხატებით და ა. შ.

ქალაქ კონსტანტინოვსკში მდებარე ორსართულიანი აგურის სახლი ნაგებია წითელი აგურით ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. შენობას გააჩნია სართულთშორისი კარნიზი. შვიდი ნახევარწრიული ფანჯარა, რომლებიც მეორე სართულზე გაფორმებულია სანდრიკებით და პილასტრებით. სახურავზე ორი ატიკი მდებარეობს სამერცხლულით. შენობის პირველი სართული რუსტირებულია და აქვს დიდი ვიტრინები[1]. შენობას აქვს ორი შესასვლელი. ანალოგიურია სახლის ფასადი 25 ოქტომბრის ქუჩიდან.

პლოტნიკოვის სახლის სარდაფში ვრცელი საწყობებია განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.