კიდეგანის ქედი
კიდეგანის ქედი[1][2] (რუს. Кидеганис) — აღმოსავლეთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო ტოტი, საქართველოს დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე, მდინარეების ასისა და არმხის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალი კიდეგანისმაღალი (4275 მ), სხვა მწვერვალებია: გველისმთა, სახარისმაღალი, ჭიმღისმაღალი, მარტინისმაღალი და სხვ.
მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: არხოტისთავისღელე, სახარისღელე, საჯიხვისღელე და სალაშქროსღელე. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე ჩამოწოლილია მყინვარები. ახასიათებს მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 504.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 92.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 55.