კიდეგანისმაღალი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში
კიდეგანისმაღალი[1][2] — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ახიელისწყლის, შანისა და ხანკოლის სათავეებში, საჯიხვისღელისა და სახარისღელის უღელტეხილებს შორის. წარმოადგენს კიდეგანის ქედის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე ზღვის დონიდან 4275 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დასავლეთ და აღმოსავლეთ კალთებზე მყინვარებია. ხასიათდება მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტით. კიდეგანისმაღალზე პირველად ავიდნენ 1936 წელს, მეორედ — 1943 წელს ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.
კიდეგანისმაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°40′27″ ჩ. გ. 44°50′10″ ა. გ. / 42.674222° ჩ. გ. 44.836139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
სიმაღლე | 4275 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
პირველი ასვლა | 1936 |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 504.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 92.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 55.