სახარისმაღალი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში
სახარისმაღალი[1][2] — მწვერვალი საქართველო რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოების — კიდეგანის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3906 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. სახარისმაღალს ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალის სიახლოვესაა უღელტეხილი სახარისღელე.
სახარისმაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°38′29″ ჩ. გ. 44°49′22″ ა. გ. / 42.64139° ჩ. გ. 44.82278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ინგუშეთი |
სიმაღლე | 3906 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 241.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 154.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 93.