გველისმთა (თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი)

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარესა და ინგუშეთში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გველისმთა (მრავალმნიშვნელოვანი).

გველისმთა[1]მთა საქართველო რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოების — კიდეგანის ქედის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ჭიმღისწყლის (ასის მარცხენა შენაკადი), შანდონისა (არმხის შენაკადი) და ნაროვანისწყლის (ჯუთისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან — 3970 მეტრი. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით. კალთები ციცაბოა, მეტწილად ფლატოვანი, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთებზე ცირკული მყინვარებია. განვითარებულია სუბნივალური ლანდშაფტი.

გველისმთა
კოორდინატები: 42°36′57″ ჩ. გ. 44°49′39″ ა. გ. / 42.61583° ჩ. გ. 44.82750° ა. გ. / 42.61583; 44.82750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ინგუშეთი
სიმაღლე 3970 
ქედი კიდეგანის ქედი
ამგებელი ქანები ფიქალი
გველისმთა (თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი) — საქართველო
გველისმთა (თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი)
გველისმთა (თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გველისმთა (თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი)

ლიტერატურა

რედაქტირება