ჯუთისწყალი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ჯუთისწყალი — მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მდგენელი. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართობი 79,7 კვ.კმ. სათავე აქვს ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3275 მ-ზე. მარცხნიდან იერთებს მდინარე ქვენამთისწყალს და წარმოშობს სნოსწყალს.
ჯუთისწყალი | |
---|---|
ჯუთისწყლის ქვემო დინება | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
ხევის კავკასიონი 42°33′27″ ჩ. გ. 44°49′12″ ა. გ. / 42.55750° ჩ. გ. 44.82000° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3275 მ |
შესართავი |
სნოსწყალი 42°33′45″ ჩ. გ. 44°42′08″ ა. გ. / 42.56250° ჩ. გ. 44.70222° ა. გ. |
სიგრძე | 13 კმ |
აუზის ფართობი | 79,7 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,39 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჯუთისწყალი ვიკისაწყობში |
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,39 მ³/წმ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 579.