სალაშქროსღელე
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში
სალაშქროსღელე[1][2] — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილო განშტოებაზე — კიდეგანის ქედზე, მწვერვალებს თათელისმაღალსა და საამღოსმაღალს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3695 მ. მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა ხევსურეთიდან ინგუშეთისკენ.
სალაშქროსღელე | |
---|---|
კოორდინატები: 42°41′27″ ჩ. გ. 44°52′01″ ა. გ. / 42.69083° ჩ. გ. 44.86694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
სიმაღლე | 3695 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი |
ლანდშაფტი | სუბნივალური |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 687.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 147.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 89.