საამღოსმაღალი
მთა საქართველო რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში
საამღოსმაღალი, საამღო — მწვერვალი საქართველო რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოების — კიდეგანის ქედის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3884 მ. საამღოსმაღალი აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი.
საამღოსმაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′00″ ჩ. გ. 44°52′02″ ა. გ. / 42.700056° ჩ. გ. 44.867278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ინგუშეთი |
სიმაღლე | 3884 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 536.