არხოტისთავისღელე
არხოტისთავისღელე — უღელტეხილი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, კიდეგანის ქედზე. სიმაღლე 3287 მ. სნოს ხეობას აკავშირებს არხოტის ხეობასთან. სოფელ ჯუთიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) გადადის საცალფეხო ბილიკი პირიქითა ხევსურეთის არხოტის თემში (სოფლები: ახიელი და ამღა).[2]
არხოტისთავისღელე | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′53″ ჩ. გ. 44°51′14″ ა. გ. / 42.5983167° ჩ. გ. 44.8539222° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3287 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 22.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 222.