კახა ოქრიაშვილი
კახაბერ (კახა) ოქრიაშვილი (დ. 21 მარტი, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს ხუთი მოწვევის პარლამენტის (2004, 2008, 2012, 2016, 2020) წევრი.
კახაბერ ოქრიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 მარტი, 1966 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „პროგრესი და თავისუფლება“ (2020-დღემდე) |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მეუღლე/ები | ლინა თოფურია[1] |
შვილ(ებ)ი | 1 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982-1983 წლებში მუშაობდა სანიტრად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში.[2] 1989-1990 წლებში იყო სოფელ განთიადის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი. 1990-1995 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში. 1995-2003 წლებში იყო ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ის გენერალური დირექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისისა და წალკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლის 10 აგვისტოს დატოვა „ქართული ოცნება“ და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია — „პროგრესი და თავისუფლება“ დააარსა.[3] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[4] მან ხმების 39,55% (23666) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[5] ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კახა ოქრიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კახა ოქრიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კახა ოქროაშვილის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2004). ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2024
- ↑ ქართველი რძლები, რომლებსაც უმდიდრესი მამამთილები ჰყავთ. reitingi.ambebi.ge (25 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 2023-04-26.
- ↑ კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს. Netgazeti.ge (2020-08-10). ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2020.
- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.