PSP (პე-ეს-პე, პსპ) — ქართული ფარმაცევტული კომპანია. კომპანიის სახელწოდება PSP ლათინური გამონათქვამის „Paulatim Summa Petuntur“ აბრევიატურაა. ქართულად იგი ნიშნავს „ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ“. ქსელი მოიცავს 200-მდე აფთიაქს საქართველოს მასშტაბით. აფთიაქებში შესაძლებელია მედიკამენტების, ჰიგიენის, კოსმეტიკის და ბავშვთა მოვლის პროდუქციის შეძენა.

PSP აფთიაქი
ტიპი შ.პ.ს
დარგი ფარმაცევტული
დაფუძნდა 1994
დამაარსებელი კახა ოქრიაშვილი, გოჩა გოგილაშვილი
სათავო ოფისი თბილისი, აღმაშენებლის 148
მმართველი
ვაჟა ოქრიაშვილი
თანამშრომელი 5000-მდე
საიტი http://psp.ge/

PSP ფლობს ISO 9001:2000 სერტიფიკატს. კომპანიას გამოშვებული აქვს საკუთარი მობილური აპლიკაცია „PSP - My Pharmacy“, რომელიც მეშვეობით შესაძლებელია პროდუქციის ონლაინ შეძენა, ახლომდებარე აფთიაქების მოძებნა, ქულების დაგროვება.

2023 წელს საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „პსპ“ სამ სხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან (მ.შ. „ავერსთან“) ერთად დააჯარიმა 17 მილიონი ლარით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმების გამო. მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიებმა მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები განსაზღვრეს (რიგ შემთხვევებში გააოთხმაგეს).[1]

აღიარება

რედაქტირება
  • „Golden Brand-ის“ რჩეული ბრენდების დაჯილდოებაზე, რომელიც ყოველწლირად იმართება ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და კომპანია „Global Idea-სა“ და გაზეთი „Financial-ის“ ორგანიზებით, PSP ჯგუფი 2005 წლიდან ექსპერტების მიერ აღიარებულია რჩეულ ბრენდად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.
  • „ქართული ბრენდის დღეზე“, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტივციო სააგენტოს პარტნიორობით და პი-არ სააგენტო „პროფილის“ ორგანიზებით ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვების შედეგად, მომხმარებლები უკვე 6 წელია ზედიზედ ასახელებს ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიად „PSP ჯგუფს“.
  • 2012 წელს პსპ-ფარმა პირველი სადისტრიბუციო კომპანია გახდა საქართველოში, რომელსაც მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციის დარგში აკრედიტებული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV-Reinald-ის მიერ მიენიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2008.
  • 2014 წლის 22 ოქტომბერს, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე XV საიუბილეო ტრადიციული ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. TOP 30 კომპანიას შორის, ნომინაციაში „საქმიანობის სტაბილურობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები“ კომპანია „PSP ჯგუფმა“ და მისმა დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა გაიმარჯვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „კონკურენციის სააგენტომ "ავერსი", "პსპ", "გეფა" და "მერმისი" ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა“. რადიო თავისუფლება. 29 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)