ავერსი (კომპანია)

ქართული სააფთიაქო და ფარმაცევტული კომპანია

ავერსი (ლათ. avers) — ქართული სააფთიაქო და ფარმაცევტული კომპანია. დაარსდა 1994 წლის 14 ნოემბერს. 2002 წელს „ავერსმა“ შექმნა კომპანია „ავერსი-რაციონალი“, ფარმაცევტული საწარმო.[1] კომპანია „ავერსს“ ეკუთვნის „ავერსის კლინიკების“ ქსელიც.

ავერსი
ტიპი შ.პ.ს
დარგი მედიცინა
დაფუძნდა 14 ნოემბერი, 1994
დამაარსებელი პაატა კურტანიძე
სათავო ოფისი აღმაშენებლის გამზ. 148, თბილისი,
საქართველოს დროშა საქართველო
პროდუქცია მედიკამენტები
პარაფარმაცია
მფლობელი პაატა კურტანიძე
მალხაზ კურტანიძე
ნიკოლოზ კურტანიძე
პარტნიორი სრული სია
თანამშრომელი 9000+
შვილობილ(ებ)ი „ავერსი-რაციონალი“
ფილიალი 238
საიტი aversi.ge

კომპანია „ავერსი ფარმა“ 1994 წლის 14 ნოემბერს, პაატა კურტანიძის მიერ დაარსდა. დაარსებისთანავე, კომპანიამ დაიწყო საქართველოში მედიკამენტების პირდაპირი კონტაქტებით შემოტანა. 2002 წელს „ავერსმა“ შექმნა ფარმაცევტული საწარმო – „ავერსი-რაციონალი“. 2004 წელს, კომპანიამ თავისი სახელწოდების ჟურნალი „ავერსი“ დააარსა, რომელიც ჯანმრთელობისა და მედიცინის შესახებ ინფორმაციას აწვდის. 2009 წელს, „ავერსმა“ სადაზღვევო კომპანია „ალფა“ დააარსა. 2011 წელს, კომპანიამ შეიძინა კონსტანტინე ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი. 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“. 2014 წლიდან კომპანია „ავერსის“ მფლობელობაში გადავიდა ყოფილი სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. 2014 წელს, „ავერსის კლინიკამ“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბირთვული მედიცინის ცენტრი გახსნა.[2]

2023 წელს საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ავერსი“ სამ სხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან (მ.შ. „პე-ეს-პესთან“) ერთად დააჯარიმა 14,4 მილიონი ლარით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმების გამო. მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიებმა მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები განსაზღვრეს (რიგ შემთხვევებში გააოთხმაგეს).[3]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2003-2008: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესრეიტინგის მიხედვით, „ავერსმა“ ზედიზედ დაიმსახურა წლის საუკეთესო კომპანიის წოდება.
  • 2004: მადრიდში ასოციაცია BID-მა „ავერსი-ფარმას“ ოქროს ვარსკვლავის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიანიჭა.
  • 2004: ქართული ხარისხის ნიშანი მიენიჭა შპს „ავერსს“, შპს „ავერსი-ფარმას“ და შპს „ავერსი გეოფარმს“.
  • 2005: „ავერსმა“ მიიღო ალმანახ „სახე(ლ)ების“ ჯილდო ნომინაციაში „მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია“.
  1. „ავერსის“ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 188 000 ლარი ჩაურიცხეს
  2. კომპანიის შესახებ[მკვდარი ბმული]
  3. „კონკურენციის სააგენტომ "ავერსი", "პსპ", "გეფა" და "მერმისი" ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა“. რადიო თავისუფლება. 29 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)